ათენში გრანდიოზული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ათენში მიმდინარეობს მასშტაბური აქცია, რომლის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილი მეზობელი პატარა სახელმწიფოს დასახელებაში სიტყვა „მაკედონიის“ დაფიქსირება არ დაუშვან. „მაკედონია საბერძნეთია!” – აცხადებენ მომიტინგეები.

როგორც ბერძნული მედია გადმოსცემს, აქციაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. საინდაგმას მოედანზე ხალხი არ ეტევა. მიტინგი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას ომონიის მოედნიდან თითქმის სასტუმრო ჰილტონამდე.

აქციის პირდაპირი რეპორტაჟი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

კომენტარები