ათენში, კიფისიის გამზირზე აფეთქება მოხდა

პირველ თებერვალს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე აფეთქება მოხდა ათენში, კიფისიას გამზირზე არსებულ ავეჯის მაღაზიაში.

როგორც მაღაზიის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერიდან ჩანს, მაღაზიასთან ორი მოტოციკლეტისტი გაჩერდა და რაღაც ნივთი დადო. ორიოდე წუთში კი ძლიერი აფეთქება მოხდა.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ მაღაზია ძლიერ დაზიანდა. პოლიცია საჭირო საგამოძიებო სამუშაოებს ასრულებს.

ნახეთ შესაბამისი ვიდეოები, რომელიც გაზეთმა „პროტო თემა” თავის საიტზე გამოაქვეყნა.

დაზიანებული მაღაზია

აფეთქების მომენტი

ეჭვმიტანილთა მოტოციკლი

კომენტარები