ბოშები პოლიციელს თავს დაესხნენ და იარაღი წაართვეს

უცნაური ფაქტი დაფიქსირდა გუშინ მენიდში, ათენის ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტში: გამვლელს ქუჩაში თავს დაესხა ოთხი ბოშა და ჩანთა გასტაცა. როგორც აღმოჩნდა, პიროვნება სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პოლიციელი იყო და ჩანთაში პისტოლეტი ედო.

დაზარალებულმა უსაფრთხოების ძალები გამოიძახა. იარაღი მალე იპოვეს. როგორც ჩანს, გამტაცებლებს შეეშინდათ და პისტოლეტი ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

მცდელობის მიუხედავად პოლიციელებმა დამნაშავეების კვალს ვერ მიაკვლიეს.

კომენტარები