ბრიტანეთის პრინცესას ბორდოსფერმა საორსულო კაბამ თაყვანისმცემლების ყურადღება მიიპყრო

ბრიტანეთის პრინცესა, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი, როგორც წინა ორი ფეხმძიმობის დროს, ფეხმძიმობის პირველ ეტაპზე ახლაც ტოქსიკოზით იტანჯებოდა, თუმცა მეორე პრობლემა (თუ შეიძლება ამას პრობლემა დავარქვათ) პრინცესასთვის სამოსის არჩევაა: როცა მთელ მსოფლიოში მილიონობით თვალი ლუპის ქვეშ აკვირდება შენი სხეულის ფორმის ყოველდღიურ ცვლილებას, თან სამეფო ოჯახს წარმოადგენ, ვერც ზედმეტად შემოტკეცილ სამოსს ჩაიცვამ ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტებისას და ვერც ძალიან თავისუფალ, ტომარასავით კაბას. თუმცა, ქეითის უზადო გემოვნებიდან და შესანიშნავი სტილიდან გამომდინარე, მას ამ საკითხის მოგვარება, ცხადია, არ გაუჭირდებოდა – კემბრიჯის ჰერცოგინიას ჩაცმის ხელოვნება უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.  ფეხმძიმობის მე-5 თვეზე მისი ბოლო არჩევანი – A-სილუეტის ბორდოსფერი კაბა ნამდვილად იდეალურია: ზომიერად მკაცრი, ზომიერად მოკლე, ზომიერად კომფორტული და სიტუაციის შესაბამისი კაბა, დაგვეთანხმებით, ქეითს ნამდვილად უხდება (იხ. გალერეა).

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის სამეფო წყვილი მესამე შვილს აპრილში ელოდება. პრინცი უილიამი თავის რჩეულზე 2011 წელს დაქორწინდა, 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა მათი პირმშო – ჯორჯი, კემბრიჯის პრინცი, 2015 წლის 2 მაისს კი ქვეყანას მოევლინა შარლოტა – კემბრიჯის პრინცესა. უილიამის და ქეითის მე-3 შვილი, რომლის დაბადება აპრილში გაახარებს ბრიტანელებს, ტახტის რიგით მე-5 მემკვიდრე იქნება.

ქეითის კაბის დეტალი

კომენტარები