დენის მოპარვის ფაქტები საბერძნეთში მნიშვნელოვნად გახშირდა

საბერძნეთის სახელმწიფო ელექტროგამანაწილებელი კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგოს ადამიდისის (Γιώργος Αδαμίδης) განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აბონენტების მიერ ელექტროენერგიის მოპარვის ფაქტები. მისი თქმით, მომხმარებლები დახარჯული ენერგიის დაახლოებით 10 პროცენტს იპარავენ.

ამავე დროს, გამოჩდნენ „ტექნიკოსები”, რომლებიც მრიცხველის მონაცემების „შესწორების” სანაცვლოდ გარკვეულ გასამრჯელოს იღებენ.

ადამიდისი აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ გამკაცრდება კონტროლი, ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

სამომავლოდ კომპანია ახალი თაობის მრიცხველების დაყენებას გეგმავს, რაც სრულებით გამორიცხავს დენის მოპარვის შესაძლებლობას.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები