ერდოღანის მრჩეველი ბერძნებს „ხელ-ფეხის მომტვრევით“ ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტააიფ ერდოღანის მრჩეველი, ყოფილი ჟურნალისტი იღით ბულუთი ბერძნებს ემუქრება. მან თურქეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნებისმიერ ბერძენს, რომელიც ფეხს დადგამს ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულ იმიაზე, „ფეხებსა და ხელებს” მოამტვრევენ.

ერდოღანის მრჩეველი წინასწარმეტყველის როლსაც ითავსებს და აცხადებს, რომ 2020 წლამდე საბერძნეთი განადგურდება, რადგან პრემიერი ალექსის ციპრასი იმპერიალისტებს ემსახურება და ქვეყანა მათ მიჰყიდა.

 ეგეოსის ზღვის ორი კუნძული – იმია თურქულად ქარდაქად იწოდება. თურქებს მიაჩნიათ, რომ ეს ორი კუნძული საბერძნეთის საკუთრება არ არის და თავად აცხადებენ პრეტენზიას.

სადავო კუნძულები გახდა 1996 წელს საბერძნეთსა და თურქეთს შორის სამხედრო კრიზისის მიზეზი. ორივე მხარემ კუნძულებზე თავიანთი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები გაგზავნა.

კონფლიქტის შედეგად 3 ბერძენი სამხედრო დაიღუპა. ამასთან ერთად, საბერძნეთი და თურქეთი ორივე ნატოს წევრია და, შესაბამისად, მოკავშირეებად ითვლებიან.

კომენტარები