ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის 4 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა

ქართველი ოლიმპიელები ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ . XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშებისამხრეთ კორეის კურორტ ფიონჩანში (Pyeonchang) 9 თებერვალს გაიხსნება და 25-ში დაიხურება.

საქართველოს სახელით წლეულს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 4 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: სამთო-მოთხილამურეები – ნინო წიკლაური (24 წლის) და იასონ აბრამიშვილი (29 წლის); მორის ყვითელაშვილი, მოციგურავე (22 წლის); გიორგი სოღოიანი, მოციგავე (20 წლის).

წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს!

კომენტარები