ზურაბ ქარუმიძის რომანი საუკეთესო წიგნების ათეულში მესამეა

მწერალ ზურაბ ქარუმიძის რომანი – Dagny or a Love Feast გერმანულმა მაუწყებელმა SWR2-მა თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დაასახელა.

რომანი მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ 2017 წელს თარგმნა Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით და გერმანულმა გამომცემლობა Weidle Verlag-მა გამოსცა. წიგნის გერმანული გამოცემის პრეზენტაცია 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.

უკვე 40 წელია ყოველთვიურად დგება წიგნების სია, რომელზეც ცნობილი ლიტერატორების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი 30-კაციანი ჟიური მუშაობს. წიგნების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს: რომელი წიგნების ხილვა სურთ ჟიურის წევრებს ბესტსელერების სიაში. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნები ლიდერობენ.

კომენტარები