თამთას ახალი სიმღერის მოსმენა უკვე ინტერნეტში შეგიძლიათ

თამთას  თაყვანისმცემლებს  შეუძლიათ ინტერნეტში მოისმინონ ახალი ბალადა მომღერლის შესრულებით – «Πες Μου Αν Τολμάς» („გაბედე და მითხარი“), პორტალ Youtube-ზე უკვე დევს სიმღერის ოფიციალური აუდიოჩანაწერი.

გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე, მოისმინეთ თამთას სიმღერა და შეაფასეთ, რამდენად სწორია პროდიუსერების განცხადება, რომ ახალი სიმღერა სრულად წარმოაჩენს თამთას ხმის ხავერდოვნებას.

https://www.youtube.com/watch?v=O64orAHPWis&feature=youtu.be

ვიმედოვნებთ, მალე ვიდეოკლიპის ნახვის შესაძლებლობაც მოგვეცემა. საინტერესოა, როგორი იმიჯით წარდგება ამჯერად  მაყურებლის წინაშე მომღერალი, რომელმაც „სტილის ხატის“ (style icon) წოდება უკვე დიდი ხანია, მოიპოვა და დათმობას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, თამთას ახალი სიმღერა  – «Πες Μου Αν Τολμάς» („გაბედე და მითხარი“), ხმის ჩამწერ სტუდია Minos Emi-ში ჩაიწერა.

მუსიკის ავტორია დიმიტრის კონდოპულოსი, ხოლო ტექსტი ეკუთვნის რომი პაპადეას.

 

კომენტარები