თამთას სიმღერის პრემიერა 22 იანვარს გაიმართება

ცნობილი ხდება, რომ თამთას ახალი სიმღერის პრემიერა ბერძნულ რადიოსადგურებზე 22 იანვარს გაიმართება. მანამდე კი შეგიძლიათ სიმღერის ნაწყვეტი შემდეგ ლინკზე მოისმინოთ: http://infegreece.gr/pes-mou-an-tolmas-apo-tin-tamta/

ამას გარდა, მომღერალი 3 თებერვლიდან მონაწილეობას მიიღებს ცნობილ მიუზიკლში „კაბარე“, სადაც ლეგენდარული სალი ბოულზის (Sally Bowles) როლს განასახიერებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული როლი თავის დროზე დიდი წარმატებით შეასრულა ლაიზა მინელიმ. ვნახოთ, როგორ პერსონაჟს შექმნის თამთა. 

წარმოდგენები გაიმართება ათენში, თეატრ „პალასში“ (Θέατρο Παλλάς).
მისამართი: ბუქარესტის 3-5 (Βουκουρεστίου 3-5)

კომენტარები