საქართველოში თუ დამაპატიმრებენ, ჩემი მხარდამჭერები მთავრობას დაამხობენ, რათა მე გამათავისუფლონ

„უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება, თუმცა არა აუცილებლად საქართველოში“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგული გამოცემა Liberation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Mikheïl Saakachvili dans son bureau à Kiev, mardi. Photo Niels Ackerman.

„ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება, მაგრამ არა აუცილებლად საქართველოში. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს ჩემი უკან მიღების თხოვნით. ჩემი ექსტრადირება საქართველოში ძალიან რთული იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის. მათ არ უნდათ ჩემი იქ ყოფნა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში.

იგი ირწმუნება, რომ საქართველოში ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში და თუ ციხეში ჩასვამენ, მისი მხარდამჭერები გადატრიალებას მოახდენენ და გაათავისუფლებენ:

„საქართველოს მთავრობა სუსტია. ქართველების უმეტესობამ იცის, რომ ჩემს დაუსწრებლად ჩატარებული პროცესი ფარსი იყო. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოფშორულ ანგარიშებს ეძებდნენ, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემს დროს კორუფცია არ იყო. … თუ დამაპატიმრებენ საქართველოში, ჩემი მხარდამჭერები დაამხობენ მთავრობას, რათა მე გამათავისუფლონ. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ინტერვიუს სრული ორიგინალური ვერსია იხილეთ „ლიბერასიონის“ ვებგვერდზე:

http://www.liberation.fr/planete/2018/02/07/mikheil-saakachvili-en-s-attaquant-a-moi-porochenko-m-a-remis-sur-le-devant-de-la-scene_1628211

კომენტარები