მარწყვი ხართ, ბანანი თუ ატამი?

თქვენი საყვარელი ხილი თქვენზე მოგვითხრობს.

  • მარწყვი იმ ქალების საყვარელი კენკრაა, რომელთაც ძვირფასი ნივთების შერჩევა და მათით ტკბობაც შეუძლიათ. ასეთ ქალებს მხოლოდ ძალიან შეძლებული მამაკაცები თუ „უმკლავდებიან“.
  • ბანანი ნებისყოფიანი და ძლიერი (ოღონდ არა მამაკაცურად) ქალების საყვარელი ხილია. ისინი ყოველთვის პირველ რიგებში დგანან და წინ ისე მიიწევენ, თანაც არც სირთულის ეშინიათ და არც პასუხისმგებლობის. არც თუ იშვიათად ქალი „ბანანი“ როგორც შინ, ისე სამსახურში მამაკაცს სულ თავისუფლად ცვლის, თუმცა საკმაოდ ხშირად მელანქოლიაშიც ვარდება.
  • საზამთრო იმ ქალების საყვარელი ხილია, რომელთაც საკუთარი ცხოვრების ყოველ წუთი წინასწავე აქვთ დაგეგმილი და მიზნის მისაღწევად ძალებს არ ზოგავენ. ქალ „საზამთროს“ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავება შეუძლია.
  • ყურძენი ძალიან გულჩახვეულ ქალებს უყვართ. ასეთებს არც საკუთარ ტკივილზე ლაპარაკი სჩვევიათ და დანარჩენებსაც, პირველ რიგში, სხვისი საიდუმლოს შენახვისთვის სცემენ პატივს. ამ ქალებს შეიძლება ნებისმიერი საიდუმლო ანდოთ.
  • ატამი მორცხვი ქალების საყვარელი ხილია. ხანდახან ქალების სიმოცხვე ზღვარს იმდენად გადადის, რომ განსაკუთრებით ქედმაღალ და გულცივ თოჯინებს ემსგავსებიან. არადა, სინამდვილეში ასე როდია: გარეგნული თავშეკავების უკან ქალი „ატმები“ საკუთარ სულიერ სინაზეს მალავენ.
  • ფორთოხალი ფისუნიასავით ნაზი ქალების ყოველდღიურ მენიუში შედის. ასეთი ქალები ზედმიწევნით კომუნიკაბელურები არიან და ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ქალი „ფორთოხალი“ მძიმე ტვირთად არავის აწვება და საკუთარ ბედნიერებას თუ კარიერას თავადვე ქმნის.
  • მსხალი მშვიდი და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ქალების საყვარელი ხილია. ისინი შესანიშნავი დიასახლისები არიან, ისეთ სადილებს ამზადებენ, რომ კაცი თითებს ჩაიკვნეტს. გარდა ამისა, ქალი „მსხლები“ კარგად ხატავენ და ქარგავენ.
  • ვაშლი – ამ ხილს პრაქტიკული და შრომისმოყვარე ქალები ირჩევენ. ისინი ძალიან კონსერვატიულები არიან, მაგრამ თუ ერთი „აიწყვიტეს“, წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. „ქალი-ვაშლი“ ახლობლების დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.
  • ქლიავი მელანქოლიური ქალების „რჩეულია“. ხანდახან ისინი ციდან ცოდვილ დედამიწაზე ეშვებიან და თავიანთ ოცნებებსაც თამამად ახორციელებენ, თუმცა სრულიად მოუფიქრებელ და წინდაუხედავ ნაბიჯებსაც არც თუ იშვიათად დგამენ.

თუ რამდენიმე სახის ხილი თანაბრად გიყვართ (როგორც წესი, ასეა ხოლმე), მაშინ ზემოჩამოთვლილი დახასიათებების კომბინაცია შეიმუშავეთ თქვენი ხასიათის განსასაზღვრავად. 🙂

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები