მონემვასია – საოცარი ადგილი, რომელიც შუასაუკუნეებში დაგაბრუნებთ

ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესებამ საბერძნეთში მცხოვრებ ბევრ ჩვენს თანამემამულეს მისცა საშუალება, საქართველოდან დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები ჩამოეყვანა. მონატრებული ახლობლების ნახვის გარდა მათთვის საბერძნეთის საინტერესო ადგილების ჩვენებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ქართველი ემიგრანტებიც, შესაძლებლობისდა მიხედვით, დადიან ექსკურსიებზე, რათა დამქანცველ ყოველდღიურობას გაექცნენ.

ცხადია, ქართველებს შორის ყველაზე პოპულარული მეტეორაა, თუმცა საბერძნეთში სხვა, არანაკლებ საინტერესო ადგილებიც არსებობს. ერთ-ერთი მათგანი პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შუასაუკუნეობრივი ციხე-ქალაქი მონემვასიაა, რომელიც ათენიდან 300 კილომეტრითაა დაშორებული. ციხე-ქალაქი ზღვაში შეჭრილი, საოცარი ბუნებრივი ფორმის მქონე პატარა მთიანი ნახევარკუნძულის სამხრეთ ფერდობზეა გაშენებული და მის შიგნით პატარა კოხტა სახლები და ქვაფენილით მოფენილი ქუჩებია. მას მუდმივი მაცხოვრებლები არ ჰყავს, იქ მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებს. დამთვალიერებლები ულამაზესი არქიტექტურისა და ბუნების ხედების ნახვით უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა:

კომენტარები