მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

11 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს მოხუცთა თავშესაფარში ქალაქ საპოროში, ჩრდილოეთ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე. მასშტაბური ხანძარი 31 იანვარს ღამით გაჩნდა.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სიგნალი ადგილობრივი დროით 23.40 საათზე მიიღეს. ხანძრის ჩასაქრობად 40 სახანძრო ბრიგადა გავიდა.

ხის სამსართულიან შენობაში 16 ხანდაზმული ცხოვრობდა, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებდნენ. მაშველებმა ხუთის გადარჩენა შეძლეს, 2 ქალის და 3 მამაკაცის, რომელთა ასაკი 50-იდან 80 წლამდეა. სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. 11 დაღუპულიდან 8 მამაკაცია, 3 – ქალი.

ადგილობრივი მედის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული – შენობა არ იყო აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.

ხანძრის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

იაპონიის სახანძრო მანქანები

კომენტარები