ნუგბარი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ცნობილია, რომ ტკბილეული ორგანიზმისთვის საზიანოა, მაგრამ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ნუგბარი, რომელიც არა მარტო სასარგებლოა, სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს. ასეთია, მაგალითად, თაფლის კანფეტები.

თაფლის კანფეტების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები (1 კვირის ულუფა):

6 ს/კ თაფლი;

6 ჩ/კ ფუტკრის ფეხგუნდა (ფუტკრის მიერ მოგროვილი და ფერმენტირებული ყვავილის მტვერი, რომელიც ალერგიული არ არის);

1 ჩ/კ წვრილად დახეხილი პროპოლისი;

3 გ (1/2 ჩ/კ) ფუტკრის სადედე რძე.

თაფლი ჩაასხით ფინჯანში, დაუმატეთ ფუტკრის რძე, გულმოდგინეთ აურიეთ და დაუმატეთ პროპოლისი და ფუტკრის ფეხგუნდა. ისევ გულმოდგინედ აურიეთ და მიღებული მასა საკონდიტრო პოლიეთილენის პარკზე გადაიტანეთ, გადაახვიეთ ძეხვივით და 2-3 საათით საყინულეში მოათავსეთ. ამის შემდეგ თაფლის კანფეტი შეგიძლიათ 7 ნაწილად დაჭრათ და დღეში ერთი ცალი მიირთვათ.

პროპოლისი

თაფლის კანფეტის სასარგებლო თვისებები:

ამ ნუგბარის ჭამა მათაც შეუძლიათ, ვინც წონის დასაკლებ დიეტაზეა. თაფლი კალორიულია, მაგრამ დღეში ხომ მხოლოდ ერთ ცალ კანფეტს ჭამთ, ამიტომ თქვენს ფიგურას ის ვერაფერს ავნებს.

კანფეტის მიღება უმჯობესია უზმოზე, ჭამის წინ.

ამ კანფეტების მიღება დადებითად აისახება თავის ტვინის მუშაობაზე. მასში შემავალი ყველა კომპონენტი თავის ტვინზე დადებით გავლენას ახდენს.

თაფლის კანფეტები ხელს უწყობს კანის დაბერების პროცესის შენელებას. ფუტკრის მტვერი კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობზე, რასაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი კანის საფარის სიჯანსაღე და ახალგაზრდობა.

რაღა თქმა უნდა, თაფლის კანფეტებში შემავალი კომპონენტები იმუნიტეტს აძლიერებს.

ერთადერთი უკუჩვენება – ეს არის შესაძლო ალერგიული რეაქცია თაფლსა და კანფეტში შემავალ სხვა კომპონენტებზე. თუ ალერგიული არ ხართ, მაშინ დიდხანს ნუ იფიქრებთ: დაამზადეთ თაფლის კანფეტები, გემრიელად მიირთვით და ახალგაზრდობა გაიხანგრძლივეთ!

                                                                                                                                                                                               წყარო: http://www.zdorovo-online.ru

კომენტარები