„ოლიმპიაკოსი“-„აეკის“ სენსაციურ მატჩზე ინციდენტი მოხდა

სენსაციური ანგარიშით დასრულდა საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი 4 თებერვალს პირეოსზე, სადაც ქვეყნის ჩემპიონი, „ოლიმპიაკოსი“ ათენის „აეკ“-ს მასპინძლობდა. პირეოსელები 81-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ 87-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

წაგებამ მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი ძლიერ გააღიზიანა და ბევრი მათგანი სათამაშო მოედანზე გადავიდა. სპეციალური დანიშნულების ძალებს ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

„ოლიმპიაკოსის“ გულშემატკივრები „აეკ“-ის ფეხბურთელთა ავტობუსსაც დაესხნენ თავს.

იხილე ფოტოგალერეა:

კომენტარები