იყო თუ არა მილიონი მომიტინგე 4 თებერვალს სინდაგმაზე?

საბერძნეთის დედაქალაქში 4 თებერვალს გამართული გრანდიოზული აქციის მასშტაბებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მომიტინგეთა აზრით, აქციაში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით კი – 140 ათასი.

როგორც ყოველთვის, სიმართლე სადღაც შუაშია და ინტერნეტგამოცემამ  www.newsbomb.gr  მომიტინგეთა რიცხვის გასარკვევად სპეციალური აპლიკაცია  https://www.mapchecking.com  გამოიყენა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მომიტინგეებმა 72 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია შეავსეს, ასეთ ფართობზე კი მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანი ეტევა.

 აქვე გთავაზობთ საბერძნეთის პოლიციის კუთვნილი შვეულმფრენიდან გადაღებულ 5-წუთიან ვიდეოს, რომელიც აქციის მასშტაბების სრულად აღქმაში დაგეხმარებათ:  https://www.youtube.com/watch?v=ENQTyP4wCjs

კომენტარები