რა კავშირია სპირტიან სასმელებსა და კიბოს შორის?

ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა, სულ ცოტაა, კიბოს 7 სახეობის განვითარება გამოიწვიოს, მათ შორის, ნაწლავის, საყლაპავი მილის, ყელის და ღვიძლის კიბო.

ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ალკოჰოლის მოხმარებასა და სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებას შორის კავშირის დასდგენად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპირტიან სასმელებში მთავარ კანცეროგენს ეთანოლი წარმოადგენს, რომელიც უჯრედებს აზიანებს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.

კომენტარები