რუსეთში აკრძალულ ფილმს სტალინის სიკვდილზე საქართველოს კინოთეატრებში პირველი თებერვლიდან უჩვენებენ

1-ლი თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გავა ფილმი „სტალინის სიკვდილი“.  ბრიტანელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის (Armando Iannucci) კინოსურათი სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ საათებს და საბჭოთა კავშირში მისი გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლებისთვის დაწყებულ ბრძოლას საინტერესოდ, კომედიის ჟანრში ასახავს. რუსეთში ფილმის ჩვენება აკრძალეს: ფორმალურად გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მიიღო (რეალურად, სავარაუდოდ, პუტინმა).

არმანდო იანუჩის ფილმი რუსეთის სახელმწიფო დუმაში გააკრიტიკეს. რუსეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ „სტალინის სიკვდილი“ მათი ქვეყნის წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლისა და საინფორმაციო ომის ნაწილია. აკრძალვის შემდეგ ფილმი მაინც უჩვენეს მოსკოვში, კინოთეატრ „პიონერში“, თუმცა მეორე დღეს პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, კინოთეატრის ხელმძღვანელობას „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება შეაჩერებინეს და მაყურებლებისთვის ბილეთში გადახდილი თანხა დააბრუნებინეს.

იანუჩის ფილმი „სტალინის სიკვდილი“ ბრიტანეთში 2017 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჯეისონ ისააკსი ფელდმარშალ ჟუკოვის როლში

ფილმის ოფიციალური თრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?v=7GIDw2l5nDE

კომენტარები