საბერძნეთი მეზობელი სახელმწიფოს „მონათვლას“ ცდილობს

თითქმის სამი ათეული წელი გავიდა იუგოსლავიის დაშლიდან, მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება მის ნანგრევებზე წარმოშობილი პატარა სახელმწიფოსთვის ოფიციალური სახელის დარქმევა. საბერძნეთი ეწინააღმდეგება „სკოპიელების“ სახელმწიფოს მაკედონია ერქვს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის სურვილია.

როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მაინც დასასრულს უახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, გაეროს შუამავალი, ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ნიმიცი 30 იანვარს ათენს ეწვია, საიდანაც მეორე დღეს სკოპიეში გაემართა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ შეიმუშავა კომპრომისული ვარიანტი, რომელიც, მისი აზრით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მაკედონიის ოლქის მიმართ შესაძლო ტერიტორიულ პრეტენზიას გამორიცხავს. Republika Gorna Makedonija (ზემო მაკედონიის რესპუბლიკა) – საბერძნეთის მთავრობის აზრით, ასე უნდა იწოდებოდეს მეზობელი სახელმწიფო და ეს სახელწოდება არ უნდა ითარგმნებოდეს. ამავე დროს, სკოპიეს ეკლესიამ მაკედონიის ავტოკეფალიური ეკლესიის სტატუსის მოპოვებაზე არსებული პრეტენზიები უკან უნდა წაიღოს და ახრიდის საარქიეპისკოპოსოს სტატუსს დასჯერდეს.

ჯერი მეზობლებზეა: მათ უნდა გადაწყვიტონ, მოინდომებენ თუ არა ბერძნებს „ნათლიად“.

კომენტარები