საბერძნეთში მინიმალური ხელფასი გაიზრდება

საბერძნეთის შრომის მინისტრის, ეფი ახციოღლუს (Έφη Αχτσιόγλου) განცხადებით, მთავრობა პირობას დებს, რომ 2018 წლიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი გაიზრდება, თუმცა მინისტრს არ დაუზუსტებია, რამდენი იქნება მომავალ წელს მინიმალური ხელფასი. უცნობია, აგრეთვე, ახალი კანონის ძალაში შესვლის თარიღი.

ცნობისათვის, ამჟამად საბერძნეთში სრული განაკვეთით მომუშავეთათვის მინიმალური ხელფასი 684€-ს შეადგენს.

ევროკავშირში ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია – 234€, ხოლო ყველაზე მაღალი – ლუქსემბურგში, 1999€.

კომენტარები