საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1960 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში 63-იდან 73 წლამდე გაიზარდა. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 1960-1980 წლებში, როდესაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7 წლით გაიზარდა და 70 წელს მიაღწია.

მართალია, ზრდის ტენდენცია დღესაც გრძელდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში პროცესი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა, ხოლო ამჟამად მიგრაციული პროცესების გააქტიურება ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინებას იწვევს, შესაბამისად, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის გაზრდა არა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, არამედ ასაკოვანი ადამიანების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას უნდა დავუკავშიროთ.

საბერძნეთის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმავე პერიოდში 68-იდან 82 წლამდე გაიზარდა.

წყარო: http://www.worldbank.org/

კომენტარები