საქართველო და საბერძნეთი ტურისტებისათვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება

მსოფლიო ბანკმა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შესახებ 2012-2015 წლების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოთხი წლის განმავლობაში მოგზაურთა რაოდენობა 200 მილიონით გაიზარდა და მილიარდ ორას მილიონს გადააჭარბა.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით უდავო ლიდერი საფრანგეთია. 2015 წელს ამ ქვეყანას 84 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 3 მილიონით მეტია.

მუდმივად იზრდება ტურისტების რაოდენობა საბერძნეთში. თუკი 2012 წელს ქვეყანას 15 მილიონ 500 ათასი ტურისტი ეწვია, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 23 მილიონ 600 ათასამდე გაიზარდა.

საქართველოს 2012 წელს 4 მილიონ 400 ათასი ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2015 წელს – 5 მილიონ 900 ათასი. შედარებისათვის, იმავე პერიოდში აზერბაიჯანი 2 მილიონამდე ადამიანმა მოინახულა, ხოლო სომხეთი – მილიონ 200 ათასმა.

 

წყარო: http://www.worldbank.org/

კომენტარები