„საშიში დედა“ 5 საუკეთესო ფილმს შორისაა

The Calvert Journal-მა „საშიში დედა“ იმ ფილმების ხუთეულში შეიყვანა, რომელიც მაყურებელმა 2018 წელს აუცილებლად უნდა ნახოს. გამოცემამ რჩეული ხუთეული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმებიდან შეადგინა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი, სახელწოდებით „საშიში დედა“ საუკეთესოთა შორის მოხვდა.

ანა ურუშაძის დრამაში, რომელიც არაერთი ფესტივალის ნომინანტია, 50 წლის ქალის ცხოვრებაა ნაჩვენები, რომელიც დილემის წინაშე დგას: მან არჩევანი უნდა გააკეთოს საკუთარ ოჯახსა და დიდი ხნის გატაცებას შორის… რა გადაწყვეტილებას იღებს ფილმის გმირი ქალი, ამას სურათის ნახვისას გაიგებთ…

კომენტარები