ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვა ათენში

ხვალ, 12 იანვარს (პარასკევი) ათენში არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი – კერძოდ, მეტრო და ტროლეიბუსი. ავტობუსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ე. წ. ილექტრიკო ანუ მიწისზედა მეტროს ხაზი პირეოსი-კიფისია იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში. ასევე იმუშავებს ტრამვაი.

გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ტრანსპორტის მუშაკებმა მიიღეს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საბერძნეთის პარლამენტში და განხილვა ორშაბათს იწყება. კანონპროექტის მიხედვით, ამიერიდან გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება პროფკავშირებმა კენჭისყრით უნდა მიიღონ და მას მხარი წევრთა ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს. პროფკავშირები ასეთი რეგულაციის წინააღმდეგ გამოდიან.

კომენტარები