ყველაზე გავრცელებული  სახელები  და  გვარები – ნინო, გიორგი და ბერიძე კვლავ ლიდერობენ

როგორც მამაკაცის, ისე ქალის პოპულარული სახელები ყველა თაობაში სხვადასხვაა, თუმცა რამდენიმე მათგანმა ათწლეულებს გაუძლო და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალის კი – ნინო. ყველაზე მეტი გიორგი (63 651) და ნინო (42 598) თბილისშია რეგისტრირებული.

მამაკაცის პოპულარული სახელების პირველი ათეული:

სახელი/რაოდენობა

გიორგი – 191 390

დავითი – 92 642

ალექსანდრე – 41 270

ლუკა – 38 668

ნიკოლოზი – 36 239

ირაკლი  – 35 940

ზურაბი – 31 606

ლევანი – 28 341

საბა – 25 893

ლაშა – 25 357

ქალის პოპულარული სახელების პირველი ათეული:

სახელი/რაოდენობა

ნინო – 115 120

მარიამი – 110 570

თამარი – 79 038

ანა – 47 662

მაია – 47 349

ნანა – 42 706

ნათია – 38 246

ელენე – 34 825

მანანა – 34 236

ქეთევანი – 32574

რაც შეეხება გვარებს, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაში 14 461 ბერიძეა რეგისტრირებული.

გვარი/რაოდენობა

ბერიძე – 14 461

მამედოვი – 13 652

კაპანაძე –  9507

ალიევი  – 8927

გელაშვილი – 8793

მაისურაძე – 7602

გიორგაძე –  6728

ბოლქვაძე – 6237

ლომიძე – 6172

წიკლაური – 6143

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იშვიათი სახელებისა და გვარების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას.

იშვიათი სახელები:

 მილიარდი, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე.

იშვიათი გვარები:

ავგაროზაშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი, თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი, მონავარდიშვილი.

წყარო: http://sda.gov.ge/?page_id=8680

კომენტარები