რას არ გაიგებ/ფაქტებიnews

ვლადიმირ პუტინი ბერძნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდება (?!)

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა პელოპონესის უნივერსიტეტის (ქალაქი კალამატა, საბერძნეთი) რექტორატმა. მათი ინფორმაციით, 22 თებერვალს უნივერსიტეტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისათვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ასეთი პატივი პუტინს ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურული მონაპოვარის მართვის განყოფილებამ მიანიჭა.

შესაძლოა, პროვინციული ბერძნული უნივერსიტეტის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მათ ქალაქს ესტუმრებოდა საპატიო დოქტორის წოდების მისაღებად, თუმცა ღონისძიებას მის ნაცვლად საბერძნეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაესწრება. ასე რომ, რუსეთ-საბერძნეთის მეგობრობის განმტკიცების მსურველი უნივერსიტეტის სიგელს პუტინს ფოსტით გაუგზავნიან.

და რაში სჭირდება?!

პელოპონესის უნივერსიტეტი

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close