დასაქმებაnewsსაბერძნეთი

დადებითი სტატისტიკა – საბერძნეთში უმუშევრობამ მცირედით იკლო

საბერძნეთის სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 21,2 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის შესაბამის პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებელი 2,4 პროცენტით უფრო მაღალი იყო.

ქვეყანაში მთლიანად 1 მილიონზე მეტი უმუშევარია. აქედან 700 ათასი ადამიანი უკვე წელიწადზე მეტია სამსახურს ეძებს. უმუშევართა მილიონიანი არმიიდან მხოლოდ 120 ათასი ადამიანი იღებს უმუშევრობის დახმარებას. დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 3 მილიონ 700 ათასს აჭარბებს. მათი 65 პროცენტი დაქირავებული მუშახელია, ხოლო 23 პროცენტი – თვითდასაქმებული. 10 პროცენტს შეადგენს ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა რაოდენობა.

რეგიონების მიხედვით უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე არის დასავლეთ მაკედონიაში (29 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი – კრეტასა და სამხრეთ ეგეოსის კუნძულებზე (17 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ უმუშევართა დიდ ნაწილს საშუალო განათლების მქონენი შეადგენენ. უმაღლესი განათლების მქონენი დაუსაქმებელთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 16 პროცენტს წარმოადგენენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close