ისტორიაკულტურა

უძველესი ბერძნული მონასტერი სინას მთაზე, რომელიც ტერორისტებს გადაურჩა

სინას ნახევარკუნძულზე, ეგვიპტეში არსებობს წმინდა ეკატერინეს სახელობის უძველესი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც უკვე თხუთმეტი საუკუნეა უწყვეტად მიმდინარეობს სულიერი ცხოვრება. მონასტერი აგებულია სინას მთის ძირას, ძნელად მისადგომ ხეობაში, ახლოს იმ ადგილიდან, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა და ათი მცნება გადასცა. ეს არის წმინდა ადგილი როგორც ქრისტიანებისთვის, ისე ებრაელებისა და მუსლიმებისთვის.

წმინდა ეკატერინეს მონასტერი ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანეს ზეობის პერიოდში – 527-565 წლებში აიგო და მსოფლიოს უძველეს მოქმედ მონასტრად ითვლება.

საუკუნეების განმავლობაში მონასტერს სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი მფარველობდა, მათ შორის, იმპერატორი იუსტინიანე, წმინდა ელენე, ისლამის დამაარსებელი მუჰამედი და რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე. მონასტერში ასკეტური ცხოვრება 170-ზე მეტმა სახელგანთქმულმა წმინდა მამამ გაატარა.

ცოტა ხნის წინათ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა მონასტრიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში ტერორისტული აქტი განახორციელეს, რასაც 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საბედნიეროდ, მონასტერი თავდამსხმელებს გადაურჩა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონასტრის ბიბლიოთეკას, სადაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეპოქის ხელნაწერები ინახება. ვატიკანის შემდეგ ეს საცავი მეორეა მსოფლიოში იქ არსებული ხელნაწერების რაოდენობით. აქ არის, აგრეთვე, ქრისტესა და ღვთისმშობელ მარიამის უძველესი ხატები, ასევე, პაპირუსზე შესრულებული უძველესი ტექსტები.

მონასტერი მთაში მაღლა მდებარეობს და მასთან მისვლა საკმოდ ძნელია – წმინდა სავანემდე რომ მიაღწიო, აღმართში ხუთი საათი ფეხით სიარულია საჭირო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close