ისრაელში არალეგალი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები,16 ადამიანი დააკავეს, ამ ინფორმაციას ისრაელის საიმიგრაციო სამმართველო ავრცელებს. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები თელ-ავივსა და რამალაში იმყოფებოდნენ ვიზის გარეშე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანსორჯერ ჰქონდა შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, თუმცა მათი მოთხოვნა ისრაელის სახელმწიფომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს სხდომის ჩატარების შემდეგ დაკავებულებს სამშობლოში დეპორტი ელით.

კომენტარები