უნივერსიტეტი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ განათდა

ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის ხდება – ის ზუსტად ერთი საუკუნის წინათ, 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი იყო.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა დღეს საღამოს საზეიმოდ განათდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე წელს იუნესკოს ეგიდით იმართება, რის შესახებაც გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო. საიუბილე ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციები მონაწილეობენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო

 

კომენტარები