ისტორია

ოპერაცია „ოქროს საწმისი“ – ნაკლებად ცნობილი ისტორიის ქრონიკა

1992 – 1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს მოხდა ერთი ამბავი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია: საბერძნეთის მთავრობამ განახორციელა ჰუმანიტარული აქცია, რომლის მიზანი რეგიონში მცხოვრები პონტოელი ბერძნების ევაკუაცია იყო. როდესაც აფხაზეთში სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, ბრძოლების ეპიცენტრში ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობა აღმოჩნდა. მათი საერთო რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 15-იდან 17 ათასამდე იყო. ბერძნებმა, […]

კულა – ძველქართული სასმისი, რომელმაც ალექსანდრე დიუმა მოხიბლა

ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (მამა) კავკასიაში მოგზაურობის დროს (1858 წ.) ქართულმა ყოფამ, კულტურამ და ტრადიციებმა, განსაკუთრებით ლხინმა მოხიბლა. ფრიად მოსწონებია მას კულა. დიუმა წერდა: „ქართველებმა გამოიგონეს სასმისი, რომელიც, შეიძლება ითქვას, უღვინოდაც ათრობს ადამიანს. ეს არის ერთგვარი ამფორა, რომელსაც კულას ეძახიან ანუ განიერმუცლიანი, გრძელყურიანი ბოთლი. კულა ერთბაშად მოიცავს ცხვირსა და […]

ბერძნული მოსახლეობა საქართველოში

ბერძნულ-ქართული ურთიერთობა თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსივობით სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს. ამავე დროს, საქართველოს ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენში, ძირითადად, XIX-XX საუკუნეებში გადმოსახლდა იმ რეგიონებიდან, სადაც ე. წ. პონტოს ანუ პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ. პონტოელ ბერძნებს ასე ეწოდებათ იმიტომ, რომ ისინი თურქეთის შავიზღვისპირა რაიონში – პონტოში უკვე ანტიკური ხანიდან მოყოლებული სახლობდნენ, ვიდრე  […]

სირიაში ბერძენი ლტოლვილების ისტორია

უკვე შვიდი წელიწადია მიმდინარეობს სამოქალაქო ომი სირიაში. ამ ომის შედეგად მთელი ქალაქები განადგურდა და ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადები დაიძრა სხვა ქვეყნებისკენ, ძირითადად, ევროპისკენ. ბევრი მათგანი დღეს საბერძნეთში ცხოვრობს. საგულისხმოა, რომ უახლოეს ისტორიაში ორჯერ მოხდა საპირისპირო ამბავი – ბერძენი ლტოლვილები სირიამ შეიფარა. 1923 წელს, თურქეთ-საბერძნეთის ომის დამთავრების შემდეგ მცირე აზიაში მცხოვრები ბერძნები […]

საინტერესო ფაქტები შუქნიშნების შესახებ

მსოფლიოში პირველი შუქნიშანი 1868 წლის 10 დეკემბერს დადგეს ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის შენობის სიახლოვეს. მისი გამომგონებელია ჯონ პიკ ნაიტი. პირველი შუქნიშანი ხელით იმართებოდა და ორი ფრთისგან შედგებოდა: პირველი, ჰორიზონტალური ფრთა აღნიშნავდა სიგნალს – „სდექ“, მეორე, 45-გრადუსიანი ფრთა კი ადამიანებს ატყობინებდა, რომ ფრთხილად უნდა გადასულიყვნენ. მზის ჩასვლის შემდეგ გაზის ფანარიც გამოიყენებოდა: ის […]

ნორვეგიაში 3 წლის განმავლობაში ძაღლი მეფობდა

მე-12 საუკუნის ვიკინგების ქრონიკებში უცნაური ისტორიული ეპიზოდია გადმოცემული. როცა ნორვეგიელმა მეფე ეისტეინ მაგნუსონმა ტრონჰეიმის მიწა დაიპყრო, მეფისნაცვლად საკუთარი შვილი – ენუნდი დანიშნა, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მოწყობილი აჯანყებისას ენუნდი დაიღუპა. მაგნუსონმა ბუნტი არნახული სისასტიკით ჩაახშო. ხელახლა დაპყრობილ აბორიგენებს მან არჩევანი შესთავაზა – მათი მმართველი ან მონა, სახელად ტორერ ფაქსი, ან […]

შეუძლია თუ არა ორგანს ქართველები და ბერძნები გააერთიანოს?

უძველესმა საკრავმა, რომელსაც ძველბერძნულად „სტატონ ავტომატონ“ (ΣΤΑΤΟΝ ΑΥΤΟΜΑΤΟΝ) ეწოდება, დროსა და სივრცეში იმოგზაურა. როგორც ინსტრუმენტის ძველბერძნული სახელწოდებიდან ჩანს, საუბარია დასადგმელ ავტომატურ საკრავზე, რომელიც შესაძლებელია მოთავსდეს რაიმე საყრდენზე. ეს იყო მბრუნავი პორტატული პოლიორგანო, რომლის ოპერატორს ეწოდებოდა „ორღანარიოსი“ (οργανάριος). ჭკვიანურად მოწყობილი, კონცეპტუალური, სქემატური და სტრუქტურული თვალსაზრისით ნოვატორული ეს მასიური მუსიკალური საკრავი, გარკვეულწილად, […]

ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია და შეტაკება ათენში

16 აპრილს, დილით ათენში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა მოეწყო. დემონსტრანტები ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რადგან მომიტინგეები შეეცადნენ კვარცხლბეკიდან ჩამოეგდოთ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ძეგლი მეფე კონსტანტინეს გამზირზე (Λεωφόρος Βασιλέως Κωνσταντίνου). პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია ერთი პიროვნება, აქციის […]

ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპას? – ბერძენი ისტორიკოსის მოსაზრება

ის, რასაც დღეს იტალიად მოვიხსენიებთ, რამდენიმე საუკუნის წინათ პატარა სახელმწიფოების მოზაიკას წარმოადგენდა, რომლებიც მე-19 საუკუნეში გაერთიანდნენ და იტალიის სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. იტალიას აქვს ბერძნული (ანტიკური და შუასაუკუნეების) წარსული, რომლის უდიდესი ნაწილი შექმნეს კორინთომ (Κόρινθος), ხალკიდამ (Χαλκίδα) და სხვა ბერძნულმა ქალაქებმა კოლონიზაციისა და ცივილიზაციის გავრცელების გზით. განსაკუთრებით ძლიერი იყო ბერძნული გავლენა იტალიის […]

სირაკუზა – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს დედოფალი

მიკენურ და მის შემდგომ ეპოქაში დაიწყო ბერძნების იტალიაში გადასახლების პროცესი, რომლის შედეგადაც იტალიის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს „დიდი საბერძნეთი“ („დიდი ჰელასი“) ეწოდა. სიცილიის დიდ კუნძულამდე მიაღწია ლაბირინთის შემქმნელმა დედალოსმა (მას შემდეგ, რაც მისი შვილი იკაროსი დაიღუპა). ანტიკურ ეპოქაში აქ აიგო ბერძნული ქალაქი სირაკუზა, რომელიც კორინთოელებმა დააარსეს ძველი წელთაღრიცხვით 735 წელს. სირაკუზის […]