კულტურა

ქართული არტეფაქტები, რომლებიც ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება

ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართველები მაღალი დონის ცივილიზაციას და ინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას ბერძნებთან. ეს ვიდეო თბილისშია გადაღებული და მისი ავტორია თეა შეყრილაძე. ბერძენმა ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა ვიდეო საიტზე განათავსეს და დღეს მას საბერძნეთსა და კვიპროსში ავრცელებენ. მოგიწოდებთ, თქვენც იგივე გააკეთოთ, რათა თქვენმა მეგობარმა ბერძნებმაც იხილონ ეს საინტერესო არტეფაქტები. http://www.estia.tv ბერძენი არქეოლოგებისა […]

ორი ქართველი ხელოვანი ათენის სცენაზე წარმოდგენას გამართავს

თეატრის მოყვარულ ათენის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მაისის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი ელით: 25 მაისს ქართველი რეჟისორის წარმოდგენის პრემიერა გაიმართება. „კეფალინიას ქუჩის თეატრის“ მეორე დარბაზში წარმოდგენებს გამართავს რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი. მონოსპექტაკლში, რომელიც ფრანგი მწერალის, პოეტის, დრამატურგისა და კინორეჟისორის, ჟან კოკტოს ნაწარმოების, „ადამიანის ხმის“ მიხედვით დაიდგა, ახალი თაობის ქართული თეატრის წარმომადგენელი, ბუბა გოგორიშვილი […]

„ჯარისკაცის მამა“ – რეზო ჩხეიძის მოგონებები

„ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ამ ფილმით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. ფილმის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე 1965 წლის 13 მაისს გაიმართა. მას შემდეგ ხუთ ათეულ წელზე მეტი გავიდა და მას ოდნავაც არ დაუკარგავს კინემატოგრაფიული ხიბლი – მეტიც, ძველი ღვინოსავით, სულ უფრო და […]

ანა ყიფიანი: „სწავლა-განათლებას როგორც კი მოვრჩები, ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები“

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი ამჟამად ლონდონში სწავლობს და პარალელურად კონცერტებში მონაწილეობს. ანამ შარშან პარიზში „პიანო კონკურსის“ საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, რამაც მას ხელსაყრელი კონტრაქტი მოუტანა… ანა, სად მიიღე მუსიკალური განათლება? დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი თბილისში, ნუცა ჭირაქაძის კლასი, შემდეგ ხუთი წელი ვისწავლე მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში. ამის […]

ლევან მოსიაშვილი: „გადავწყვიტე, იარაღზე უარი მეთქვა და ფუნჯი ამეღო ხელში“

„საფრანგეთი მიჩემებს უკვე, ცდილობენ მათი სახელით გამოვიდე, მათი დროშა ავწიო, მეუბნებიან, საფრანგეთის ინტერესები უნდა დაიცვაო. ვეუბნები, რომ მე ჯერ ქართველი ვარ სულით და გულით, ქართველი მხატვარი. რა თქმა უნდა, დავიცავ და ყოველთვის ვიცავ საფრანგეთს ყველა ქვეყანაში, სადაც ნამუშევრებს ვფენ. ბიოგრაფიაშიც წერია, რომ მე ვცხოვრობ, ვმოღვაწეობ და ხელს მიწყობს საფრანგეთი, ამაზე […]

ათენი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

დღეს, 23 აპრილს, ათენში წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამავე დროს, ათენი ერთი წლით „წიგნის მსოფლიო დედაქალაქად“ გამოცხადდება. 23 აპრილი „იუნესკოს“ მიერ წიგნის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული მსოფლიო ლიტერატურის ორი დიდი შემოქმედის, უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის საპატივცემულოდ – ორივე მათგანი 23 აპრილს გარდაიცვალა. საპატიო ტიტული საბერძნეთის […]

შეუძლია თუ არა ორგანს ქართველები და ბერძნები გააერთიანოს?

უძველესმა საკრავმა, რომელსაც ძველბერძნულად „სტატონ ავტომატონ“ (ΣΤΑΤΟΝ ΑΥΤΟΜΑΤΟΝ) ეწოდება, დროსა და სივრცეში იმოგზაურა. როგორც ინსტრუმენტის ძველბერძნული სახელწოდებიდან ჩანს, საუბარია დასადგმელ ავტომატურ საკრავზე, რომელიც შესაძლებელია მოთავსდეს რაიმე საყრდენზე. ეს იყო მბრუნავი პორტატული პოლიორგანო, რომლის ოპერატორს ეწოდებოდა „ორღანარიოსი“ (οργανάριος). ჭკვიანურად მოწყობილი, კონცეპტუალური, სქემატური და სტრუქტურული თვალსაზრისით ნოვატორული ეს მასიური მუსიკალური საკრავი, გარკვეულწილად, […]

ერთი თეთრი ღამე მილანში მუზეუმთან ერთად

ლაბორატორიაში მისული (ასე უწოდებენ იტალიელები სასწავლო სახელოსნოს, სადაც ვიტრაჟების  ტექნოლოგიას ვეუფლები), ვხედავ, პროფესორი მაურიციო ორივაი (MAURIZIO IRIVAI) სტუდენტებს უხსნის, რომ პარასკევ საღამოს, 9 საათზე ტრიენალეს მუზეუმში (LA TRIENNALE di MILANO – TRIENNALE DESIGN MUSEUM) ვიკრიბებით. რადგან მე არ დამიძახა, ვიფიქრე, ალბათ, მე-2 და მე-3 კურსელები მიჰყავს-მეთქი (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ […]

„დროებით შერცხვა დროს და…გაჩერდა“ – ნიკო გომელაურის გახსენება

ნიკო გომელაური… დღეს საქართველოში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ იცის ეს სახელი და გვარი, სიყვარულით იხსენებენ, მის ლექსებს ჰყვებიან, საიტებს ქმნიან, სკოლაში ბავშვები მისდამი მიძღვნილ საღამოებს აწყობენ… აღნიშნავენ, რომ მისი მსგავსი არაორდინარული და საოცრად გულწრფელი შემოქმედი თანამედროვე საქართველოს არ ჰყოლია. „არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა… და ეთანხმება ბრბო, ასე […]

ნინო ლომაშვილი-ლასკარი: „ჩემში ორი სამშობლოა, უსაბერძნეთოდ ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება“

მაშინ, როცა საკუთარ სამშობლოში ჭირს გზის გაკვლევა, ემიგრანტისთვის უცხოეთში, უცხო ხალხში, მით უმეტეს, ძნელია ცხოვრება და თავის დამკვიდრება. ამიტომ როცა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების წარმატებებზე გესმის, მთელი სულითა და გულით გიხარია. ნინო ლომაშვილი-ლასკარის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენაზე რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ სიხარულმა და განსაკუთრებით კი  ცნობისმოყვარეობამ მიმიყვანა და მისმა შემოქმედებამ იმდენად […]