ფილმები

საბერძნეთში გადაღებული ცნობილი ფილმები

საბერძნეთი ცნობილია თავისი ლამაზი ბუნებით, რომელიც მარტო ტურისტებს როდი იზიდავს. ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ფილმი გადაუღიათ ელადის მიწაზე, თუმცა მაყურებელმა ამის შესახებ შეიძლება არც იცოდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ რამდენიმე ასეთ ფილმი, რომელთა ნახვაც შესაძლოა ამ შაბათ-კვირას მოგინდეთ. Mamma Mia – 2008 წელს გამოსული მუსიკალური მელოდრამა საბერძნეთის  ნაკლებად პოპულარულ კუნძულებზე, სკოპელოსა და […]

მერაბ ნინიძე BBC-ს პოპულარული სერიალის მთავარი გმირის როლში

დიდი ბრიტანეთის პოპულარულმა ტელეარხმა ახალი მძაფრსიუჟეტიანი სერიალი გადაიღო, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. ფილმის სახელწოდებაა „მაკმაფია“ (Mcmafia) და მოგვითხრობს რუსი ემიგრანტების ვაჟის, ალექს გუდმანის ცხოვრების შესახებ, რომელიც ცდილობს თავისი მაფიოზური ოჯახის ჩრდილიდან გამოვიდეს და წარმატებული ბიზნესი და ბედნიერი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ წარსული ცხოვრება თავს ახსენებს და ალექსი […]

„საშიში დედა“ 5 საუკეთესო ფილმს შორისაა

The Calvert Journal-მა „საშიში დედა“ იმ ფილმების ხუთეულში შეიყვანა, რომელიც მაყურებელმა 2018 წელს აუცილებლად უნდა ნახოს. გამოცემამ რჩეული ხუთეული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმებიდან შეადგინა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი, სახელწოდებით „საშიში დედა“ საუკეთესოთა შორის მოხვდა. ანა ურუშაძის დრამაში, რომელიც არაერთი ფესტივალის ნომინანტია, 50 წლის ქალის ცხოვრებაა ნაჩვენები, რომელიც დილემის […]

რუსეთში აკრძალულ ფილმს სტალინის სიკვდილზე საქართველოს კინოთეატრებში პირველი თებერვლიდან უჩვენებენ

1-ლი თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გავა ფილმი „სტალინის სიკვდილი“.  ბრიტანელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის (Armando Iannucci) კინოსურათი სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ საათებს და საბჭოთა კავშირში მისი გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლებისთვის დაწყებულ ბრძოლას საინტერესოდ, კომედიის ჟანრში ასახავს. რუსეთში ფილმის ჩვენება აკრძალეს: ფორმალურად გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მიიღო (რეალურად, სავარაუდოდ, პუტინმა). არმანდო იანუჩის ფილმი რუსეთის სახელმწიფო დუმაში […]

„სესილია თაყაიშვილზე  მეუბნებოდნენ, არ მიეკარო, მძიმე ხასიათი აქვსო…“

„დავდივარ, ვეძებ მსახიობებს და მთავარი გმირები არ მყავს. ლამის ტრაგიკულ მდგომარეობაში ვარ. ვფიქრობ, ვფიქრობ: ვინ? ვინ? ამ ფიქრით მივედი ერთ აზრამდე: ვერიკოს და მიშა ჭიაურელს ჰყავთ ქალიშვილი, როგორ შეიძლება, ის უნიჭო  და უინტერესო ადამიანი იყოს?! მივაკითხე სახლში. მითხრეს, მოსკოვში „ვგიკში“ სწავლობს და იქ არისო. ჩავჯექი თვითმფრინავში და გადავფრინდი. თან წავიღე […]