წიგნები

ათენი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

დღეს, 23 აპრილს, ათენში წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამავე დროს, ათენი ერთი წლით „წიგნის მსოფლიო დედაქალაქად“ გამოცხადდება. 23 აპრილი „იუნესკოს“ მიერ წიგნის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული მსოფლიო ლიტერატურის ორი დიდი შემოქმედის, უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის საპატივცემულოდ – ორივე მათგანი 23 აპრილს გარდაიცვალა. საპატიო ტიტული საბერძნეთის […]

აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“ კანის კინოფესტივალის წიგნების სექციაში მოხვდა

კანის კინოფესტივალის სექციაში – SHOOT THE BOOK აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“ 10 რჩეულ ნაწარმოებს შორის მოხვდა. ეს კანის კინოფესტივალის წიგნების სექციაში ქართული ნაწარმოების მოხვედრის პირველი შემთხვევაა. პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე თავიანთი გამოცემები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს, მათ შორის იყო აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“, რომელიც  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ 2011 წელს გამოსცა. […]

ბერლინალეს წიგნების სექციაში ქართული რომანი წელს პირველად წარდგება

ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში (15-25 თებერვალი) მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის რომანს – „სხვა ამსტერდამს“ გაეცნობიან. კინოფესტივალის CO-PRODUCTION MARKET-ის სექცია BOOKS at BERLINALE-ზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები წელს პირველად წარდგება და მას 19 თებერვალს დაგეგმილ „ფიჩინგზე“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარადგენს. ბერლინში გამართულ ღონისძიებას რომანის ავტორიც დაესწრება. Books at […]

ზურაბ ქარუმიძის რომანი საუკეთესო წიგნების ათეულში მესამეა

მწერალ ზურაბ ქარუმიძის რომანი – Dagny or a Love Feast გერმანულმა მაუწყებელმა SWR2-მა თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დაასახელა. რომანი მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ 2017 წელს თარგმნა Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით და გერმანულმა გამომცემლობა Weidle Verlag-მა გამოსცა. წიგნის გერმანული გამოცემის პრეზენტაცია 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. უკვე 40 […]