მოგზაურობა

ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრებამდე მოქალაქეებს ონლაინანკეტის შევსება მოუწევთ

საქართველო იმ 59 ქვეყნის რიცხვშია, რომლის მოქალაქეებსაც ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე შესაძლოა ონლაინანკეტის შევსება მოუწიოთ. ეს მომსახურება ფასიანი იქნება და 7 ევრო ეღირება. ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. ანკეტის საფუძველზე ნებართვის მისაღებად მაქსიმალურ ვადად 96 […]

მონემვასია – საოცარი ადგილი, რომელიც შუასაუკუნეებში დაგაბრუნებთ

ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესებამ საბერძნეთში მცხოვრებ ბევრ ჩვენს თანამემამულეს მისცა საშუალება, საქართველოდან დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები ჩამოეყვანა. მონატრებული ახლობლების ნახვის გარდა მათთვის საბერძნეთის საინტერესო ადგილების ჩვენებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ქართველი ემიგრანტებიც, შესაძლებლობისდა მიხედვით, დადიან ექსკურსიებზე, რათა დამქანცველ ყოველდღიურობას გაექცნენ. ცხადია, ქართველებს შორის ყველაზე პოპულარული მეტეორაა, თუმცა საბერძნეთში სხვა, […]

საბერძნეთში ტურიზმი იზრდება – გერმანელები ყველაზე მეტნი ჩამოდიან

გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელიც საბერძნეთში ტურიზმის განვითარებას ეხება. გერმანელების დაინტერესება 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებამ გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს საბერძნეთში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ქვეყანა 27 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა. ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩამოვიდა – 3.7 მილიონი. რეკორდული იყო ტურიზმისგან შემოსავალიც. „ბილდის“ ინფორმაციის თანახმად, […]

ბერძენი მწერლის და მოგზაურის შთაბეჭდილებები საქართველოს და თბილისის შესახებ

ბერძენი მწერალი და მოგზაური დიმიტრის ნიკუ 2015 წელს რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და საკუთარი შთაბეჭდილებები პირად ბლოგზე გამოაქვეყნა. მწერალი აღწერს თბილისის ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც მოგზაურმა აუცილებლად უნდა ნახოს. გარდა ტექსტისა, დიმიტრის ნიკუ გვთავაზობს თავის გადაღებულ ორიგინალურ ფოტოსურათებსა და ვიდეოკლიპს, რომელიც თბილისს მიუძღვნა. შესაბამისი მასალა შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ლინკზე: http://www.stigmeskaitopoi.eu/search/label/%CE%A4%CE%99%CE%A6%CE%9B%CE%99%CE%94%CE%91 გარდა თბილისისა ნიკუმ […]

საქართველო და საბერძნეთი ტურისტებისათვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება

მსოფლიო ბანკმა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შესახებ 2012-2015 წლების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოთხი წლის განმავლობაში მოგზაურთა რაოდენობა 200 მილიონით გაიზარდა და მილიარდ ორას მილიონს გადააჭარბა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით უდავო ლიდერი საფრანგეთია. 2015 წელს ამ ქვეყანას 84 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 3 მილიონით მეტია. მუდმივად იზრდება […]

Tax free-ს თანხის დაბრუნება ჰოლანდიაში

ნიდერლანდებში დღგ-ის სტანდარტული გადასახადი 21%-ია, კვების პროდუქტებზე – 6%, თუმცა ტაქს ფრის თანხა (რომელსაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრებ პირებს უბრუნებენ) საშუალოდ 10%-ია. Tax Free-ს თანხის დაბრუნებას ექვემდებარება ის საქონელი, რომელსაც პირადი ბარგით გამოიტანთ ქვეყნიდან. კვების პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი და მედიკამენტები გაუხსნელ შეფუთვაში უნდა იყოს. თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება ფოტოები, […]

პორტუგალია: ნავაჭრში გადახდილი თანხის პროცენტის (ტაქს ფრი) დაბრუნება

როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, პორტუგალიაც უბრუნებს არარეზიდენტ პირებს ქვეყნის ფარგლების დატოვებისას დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილს – ტაქს ფრის (Tax Free) თანხას. თანხის დასაბრუნებლად ერთჯერადი ნავაჭრის საფასური, სულ ცოტა, 60 ევრო უნდა იყოს (არსებობს გამონაკლისიც: მაგ., სავაჭრო ცენტრი El Corte Inglés მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ამ ცენტრში 3 დღის განმავლობაში ნებისმიერი თანხის […]

კოიას მთა – პილიგრიმთა იაპონური „მექა“

კოიას მთა ვაკაიამას პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და კოია რიუძინის პარკის შემადგენლობაში შედის. კოიას მთის თავზეა აგებული ეზოთერული ბუდიზმის (სინგონ-ბუდიზმი) მთავარი ტაძარი – კონგობუ-ძი. 2015 წელს ტაძარმა 1200 წლის იუბილე იზეიმა. ბერებისთვის ამ თარიღის მისალოცად იქ თავად იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ჩავიდა. კოიას მთაზე სინგონის სკოლის ბუდიზმს ქადაგებენ. წმინდა მთის […]

ჯიგოკუდანი – თოვლის მაიმუნთა პარკი

მაიმუნების პარკი ჯიგოკუდანი, იგივე თოვლის მაიმუნთა პარკი (Jigokudani Yaen-koen, Jigokudani Monkey Park) – უჩვეულო ადგილია, რომელიც 850 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული მდინარე იოკოიუს (Yokoyu) ველზე, კუნძულ ჰონსიუზე (იაპონია). ის ნაგანოს პრეფექტურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და Joshinetsu Kogen-ის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ჯიგოკუდანმა სახელი გაითქვა იაპონური მაკაკების კოლონიის გამო, რომლებიც ამ პარკის […]