მსოფლიო

ცრემლების მაკურნებელი ძალა

ძველ სლავებში ერთი მეტად საინტერესო პრაქტიკა არსებობდა: გათხოვილი ქალები თავიანთ ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ მას ვარდის წყალს ურევდნენ და ამ ნაზავს იარების სამკურნალოდ იყენებდნენ. ბიზანტიასა და სპარსეთში ფიქრობდნენ, რომ ცრემლებს დაჭრილი მეომრების მაკურნებელი არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა. რა არის ცრემლების „საიდუმლო“? ეს კითხვა, ცხადია, მეცნიერებსაც აწუხებდათ და თავის დროზე დაადგინეს, […]

თურქეთში დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების ახალი გეგმა

როგორც ცნობილია, უკვე თითქმის სამი თვეა ადრიანოპოლის ციხეში იმყოფებიან ბერძენი ჯარისკაცები, რომელთაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად. საბერძნეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის მეთაურთა საბჭომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცი ადრიანოპოლში არსებული ბერძნული დიპლომატიური მისიის წევრებად გამოაცხადა. ამდენად, ჯარისკაცები დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებად მოგვევლინებიან. რას ნიშნავს პრაქტიკულად აღნიშნული გადაწყვეტილება? […]

სტატისტიკური მონაცემები აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების შესახებ

კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების მქონენი – LAWFUL PERMANENT RESIDENTS (LPRs)  ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც ეს სპეციალური სტატუსი აშშ-ის მთავრობისგან მიიღეს. მათ ხშირად, უბრალოდ, იმიგრანტებს უწოდებენ, მაგრამ ასევე ცნობილnი არიან, როგორც „მუდმივად მცხოვრები უცხოელები“, ან „მწვანე ბარათის“ მფლობელები. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (United States Department […]

თურქეთში მუშაობის ნებართვის მქონე უცხოელებს შორის ქართველები მეორე ადგილზე არიან

თურქეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად 87 ათასი უცხოელი მუშაობს, მათ შორის 7 ათასზე მეტი ქართველია. თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წელს 87 ათას უცხოელზე გასცა მუშაობის ნებართვა. დასაქმებულ უცხოელთა შორის უმრავლესობა სირიის მოქალაქეა. სამინისტროს ნებართვით გასული წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობა 20 970-მა სირიელმა დაიწყო. მეორე ადგილზე […]

საბერძნეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები – როგორია ძალთა ბალანსი?

რამდენადაც ბოლო დროს ბევრი იწერება საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შესახებ, მოდით ვნახოთ, როგორია ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ძალთა ბალანსი მათ შორის. მსოფლიო რეიტინგის მიხედვით თურქეთის ჯარი თავისი მონაცემებით მე-9 ადგილზე იმყოფება, ხოლო საბერძნეთი 28-ე ადგილს იკავებს. თურქეთის არმიის აქტიური სამხედრო პერსონალი 350 ათასი ადამიანით განისაზღვრება, ხოლო […]

ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს

იცით თუ არა, რომ მამაკაცური ერექციის შესანარჩუნებელი პრეპარატი, ყბადაღებული ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს? თუმცა შემდეგ მას დანიშნულება შეუცვალეს და სტენოკარდიის დროს გულმკერდის არეში ტკივილების სამკურნალოდ „გადაამისამართეს“. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ აქტიური ნივთიერება, სახელწოდებით სილდენაფილის ციტრატი, რომელიც ვიაგრის შემადგენლობაში შედის, გულის მუშაობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. წარმატება […]

ქალი თესალონიკიდან, რომელმაც ერდოღანი უნდა დაამარცხოს

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ ერდოღანის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ის ახლა პოპულარობის ზენიტში იმყოფება და არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. მოწინააღმდეგეებს კი ცოტა დრო რჩებათ წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებისთვის. უცხოეთიდან ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თურქეთის პოლიტიკურ სცენაზე რეჯეფ თაიიფ ერდოღანი წამყვანი ფიგურაა […]

„სწრაფი ადაპტაცია ალბათ პირველი უნარია, რაც ადამიანს ჩინეთში ცხოვრებისას სჭირდება“

თამარ მენთეშაშვილი 2 წელია, ჩინეთში ცხოვრობს და შანხაიში, JIAO TONG-ის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობს ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით. მანამდე, 2 წლით ადრე ევროპაში – ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა. იგი ჩინეთში 3 თვით წავიდა, მაგრამ… თამარ, ევროპიდან უეცრად აზიაში აღმოჩნდით… რატომ აირჩიეთ ჩინეთი და, კერძოდ, შანხაი? შანხაი რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიე. ბავშვობაში მამაჩემის მოყოლილი ისტორიებიდან […]

კუნძულ ლესბოსზე ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინიში მთელი ღამის განმავლობაში ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკებები მიმდინარეობდა. პოლიციამ მიგრანტების გაყვანა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მხოლოდ დილით მოახერხა. მიგრანტებმა, რომელთა უმრავლესობას ავღანელები წარმოადგენენ, ქალაქის ცენტრალური მოედანი 18 აპრილს დაიკავეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს, რომლის ცენტრშიც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მიგრანტები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და […]

გიორგოს კარაძაფერისი: „ბერძნები, სხვა ემიგრანტებთან შედარებით, ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან!“

გიორგოს კარაძაფერისი ბერძნული პოლიტიკის ვეტერანია. იგი რამდენჯერმე გახდა საბერძნეთის პარლამენტის წევრი, რომლის საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. პროფესიით ჟურნალისტი კარაძაფერისი მემარჯვენე პოლიტიკურ ფრთას მიეკუთვნება და მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ცხადია, მისი შეხედულებები ჩვენთვის ყოველთვის მისაღები ვერ იქნება, მაგრამ რამდენადაც კარაძაფერისი, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საკმაოდ გულახდილი პიროვნებაა, მისი მოსაზრებების გაცნობა საინტერესო უნდა იყოს ქართველი […]