იმიგრაცია

სტატისტიკური მონაცემები აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების შესახებ

კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების მქონენი – LAWFUL PERMANENT RESIDENTS (LPRs)  ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც ეს სპეციალური სტატუსი აშშ-ის მთავრობისგან მიიღეს. მათ ხშირად, უბრალოდ, იმიგრანტებს უწოდებენ, მაგრამ ასევე ცნობილnი არიან, როგორც „მუდმივად მცხოვრები უცხოელები“, ან „მწვანე ბარათის“ მფლობელები. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (United States Department […]

თურქეთში მუშაობის ნებართვის მქონე უცხოელებს შორის ქართველები მეორე ადგილზე არიან

თურქეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად 87 ათასი უცხოელი მუშაობს, მათ შორის 7 ათასზე მეტი ქართველია. თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წელს 87 ათას უცხოელზე გასცა მუშაობის ნებართვა. დასაქმებულ უცხოელთა შორის უმრავლესობა სირიის მოქალაქეა. სამინისტროს ნებართვით გასული წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობა 20 970-მა სირიელმა დაიწყო. მეორე ადგილზე […]

კუნძულ ლესბოსზე ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინიში მთელი ღამის განმავლობაში ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკებები მიმდინარეობდა. პოლიციამ მიგრანტების გაყვანა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მხოლოდ დილით მოახერხა. მიგრანტებმა, რომელთა უმრავლესობას ავღანელები წარმოადგენენ, ქალაქის ცენტრალური მოედანი 18 აპრილს დაიკავეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს, რომლის ცენტრშიც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მიგრანტები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და […]

„არ ენდოთ არავის ბრმად, არ გადაუხადოთ თანხა…“ – გვირჩევს საემიგრაციო ადვოკატი ნინი სორჩე 

„ქართველ ემიგრანტებს ვეტყვი კიდევ ერთხელ, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, მეტი ცოდნა შეიძინონ… ისწავლეთ, იკითხეთ, შეისწავლეთ ენა, თქვენი უფლებები. ნუ ენდობით ნურავის ბრმად, ნუ მოატყუებინებთ თავს ადამიანებს, რომლებიც თქვენი გულუბრყვილობის და უცოდინრობის ხარჯზე მდიდრდებიან. ძალიან იოლია თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება. ცხოვრება ყველგან რთულია და 100-მაგად რთულია, თუ ადამიანი […]

აშშ-ის სავიზო განაცხადის შევსებისას სოციალური ქსელების მონაცემებს ითხოვენ

ამერიკის შეეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ პოტენციურმა ემიგრანტებმა აშშ-ის ვიზის მოთხოვნისას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშების მონაცემები წარადგინონ. ამის შესახებ CNN-ი წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით, ეს ცვლილება ყველა განმცხადებელს შეეხება. თეთრი სახლის ცნობით, აღნიშნული მოთხოვნა დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ ემიგრანტზე იმოქმედებს, მათ შორის, ადამიანებზე, რომლებსაც აშშ-ში […]

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ცვლილებები მზადდება

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ანუ ე. წ. ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. სწორედ ამ სტატისტიკის გამო დღის წესრიგში დადგა გარკვეული ღონისძიებების გატარება საქართველოს მთავრობის მხრიდან. კერძოდ, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ […]

ცხოვრება და მუშაობა დიდ ბრიტანეთში და ბრიტანეთის მოქალაქობის მიღების წესები და შესაძლებლობა

როგორ უნდა მოიპოვონ დიდ ბრიტანეთში მყოფმა ემიგრანტებმა ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება, რა უფლებას გაძლევთ სასწავლო ვიზა, რა მექანიზმები არსებობს ბრიტანეთის მოქალაქეობის მისაღებად და რა შესაძლებლობები უჩნდებათ არალეგალ მშობლებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დიდ ბრიტანეთში დაიბადა? – ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ბევრ ადამიანს აინტერესებს და ბევრს დაეხმარება, სწორად […]