მედიცინა

ცრემლების მაკურნებელი ძალა

ძველ სლავებში ერთი მეტად საინტერესო პრაქტიკა არსებობდა: გათხოვილი ქალები თავიანთ ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ მას ვარდის წყალს ურევდნენ და ამ ნაზავს იარების სამკურნალოდ იყენებდნენ. ბიზანტიასა და სპარსეთში ფიქრობდნენ, რომ ცრემლებს დაჭრილი მეომრების მაკურნებელი არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა. რა არის ცრემლების „საიდუმლო“? ეს კითხვა, ცხადია, მეცნიერებსაც აწუხებდათ და თავის დროზე დაადგინეს, […]

ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს

იცით თუ არა, რომ მამაკაცური ერექციის შესანარჩუნებელი პრეპარატი, ყბადაღებული ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს? თუმცა შემდეგ მას დანიშნულება შეუცვალეს და სტენოკარდიის დროს გულმკერდის არეში ტკივილების სამკურნალოდ „გადაამისამართეს“. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ აქტიური ნივთიერება, სახელწოდებით სილდენაფილის ციტრატი, რომელიც ვიაგრის შემადგენლობაში შედის, გულის მუშაობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. წარმატება […]

ნანორობოტები კიბოს ამარცხებენ – ახალი რევოლუციური მეთოდი

ჩინელმა მეცნიერებმა  შექმნეს ნანორობოტი, რომელსაც სიმსივნური უჯრედების განადგურება შეუძლია. სპეციალისტების თქმით, ეს ნანორობოტები სიმსივნური უჯრედების ინდენტიფიცირებას ახდენენ და მათ 24 საათში ანადგურებენ – ისინი კიბოს უჯრედებისთვის ჟანგბადის და საკვების  მიწოდებას ბლოკავენ. სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ნანორობოტები დნმ-ის მოლეკულებია, რომლებიც ერთმანეთშია ჩაწნული. ამ მოლეკულებისგან ბრტყელი ფურცლები იქმნება, რომლებიც შემდეგ მილაკებივით ეხვევა და […]

იაპონელების გამოგონილი წამალი გრიპისგან ერთ დღეში განგკურნავთ!

იაპონური კომპანია SHIONOGI & CO.-ს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპის წინააღმდეგ ახალი პრეპარატი შეიმუშავეს, რომელიც გრიპის ვირუსს ერთ დღეში (24 საათში) კლავს. მათი ინფორმაციით, ახალი რევოლუციური პრეპარატი Baloxavir Marboxil-ი უკვე არსებული ანტიგრიპოზული პრეპარატებისაგან განსხვავებულად მოქმედებს და ამით მიიღწევა სასურველი სწრაფი შედეგი. მაგ., ოზელტამივირი (ტამიფლუ) ნეირამინიდაზის ინჰიბიტორია და ბლოკირებას უკეთებს ფერმენტს, რომელსაც […]

რა კავშირია სპირტიან სასმელებსა და კიბოს შორის?

ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა, სულ ცოტაა, კიბოს 7 სახეობის განვითარება გამოიწვიოს, მათ შორის, ნაწლავის, საყლაპავი მილის, ყელის და ღვიძლის კიბო. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ალკოჰოლის მოხმარებასა და სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებას შორის კავშირის დასდგენად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპირტიან სასმელებში მთავარ კანცეროგენს ეთანოლი წარმოადგენს, რომელიც უჯრედებს აზიანებს […]

ნაადრევად წყლების დაღვრა ყოველთვის საშიშია?

სიმართლე ბავშვის დაბადების სამი მითის შესახებ 1. პირველი ბავშვები, როგორც წესი, იგვიანებენ. როგორც წესი, ბავშვების მხოლოდ 4% იბადება დროულად: პირველი შვილების უმეტესობა გვიან ჩნდება, ბევრიც – ნაადრევად. როდესაც ოლინის (აშშ) საინჟინრო კოლეჯის მეცნიერმა ალენ დაუნიმ გადაწყვიტა, დეტალურად გაეანალიზებინა 2002 წელს დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, აღმოაჩინა, […]

მწვადი გულს და მხედველობას უხდება

ამ პატარა ინფორმაციით უთუოდ გავახარებთ ქართველ მამაკაცებს, რომელთაც ექიმები ხშირად უშლიან გემრიელ სმა-ჭამას. არადა, თურმე ნუ იტყვით, ჩაბასტურმებული (და, საერთოდ, მარინირებული) ხორცი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ასაკობრივი სნეულებების განვითარებას უწევენ მედგარ წინააღმდეგობას. მოკლედ, მწვადის მოყვარულები, საკვებთან ერთად, ნატურალური ანტიოქსიდანტების დამატებით ულუფასაც იღებენო, ასე მიაჩნიათ კანადელ მეცნიერებს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტიდან. მათი დაკვირვებით, […]