პოლიტიკა

ქალი თესალონიკიდან, რომელმაც ერდოღანი უნდა დაამარცხოს

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ ერდოღანის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ის ახლა პოპულარობის ზენიტში იმყოფება და არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. მოწინააღმდეგეებს კი ცოტა დრო რჩებათ წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებისთვის. უცხოეთიდან ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თურქეთის პოლიტიკურ სცენაზე რეჯეფ თაიიფ ერდოღანი წამყვანი ფიგურაა […]

გიორგოს კარაძაფერისი: „ბერძნები, სხვა ემიგრანტებთან შედარებით, ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან!“

გიორგოს კარაძაფერისი ბერძნული პოლიტიკის ვეტერანია. იგი რამდენჯერმე გახდა საბერძნეთის პარლამენტის წევრი, რომლის საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. პროფესიით ჟურნალისტი კარაძაფერისი მემარჯვენე პოლიტიკურ ფრთას მიეკუთვნება და მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ცხადია, მისი შეხედულებები ჩვენთვის ყოველთვის მისაღები ვერ იქნება, მაგრამ რამდენადაც კარაძაფერისი, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საკმაოდ გულახდილი პიროვნებაა, მისი მოსაზრებების გაცნობა საინტერესო უნდა იყოს ქართველი […]

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში არჩევნები წლეულს 24 ივნისს გაიმართება – ანუ დაგეგმილზე ერთი წლით ადრე. ერდოღანის თქმით, მის ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერთან, დევლეთ ბახჩელისთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო, მას მერე, რაც ბახჩელიმ ერთი დღით ადრე ისაუბრა […]

ფეხბურთი და დიდი პოლიტიკა – რატომ ყიდულებენ უცხოელები ევროპულ საფეხბურთო კლუბებს?

ცნობილია, რომ გასული წლის აგვისტოში სენსაციური ტრანსფერი განახორციელა საფრანგეთის ტიტულოვანმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ (PSG), რომელმაც 222 მლნ ევროდ შეიძინა ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი. სატრანსფერო თანხამ ერთი წლით ადრე დამყარებულ რეკორდს ორჯერ გადააჭარბა. შთამბეჭდავია თავად ნეიმარის ხელფასიც – წელიწადში 30 მლნ ევრო. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რამდენად გამართლებულია ასეთი დანახარჯები საფეხბურთო კლუბებისთვის? ვფიქრობთ, […]

საშიში თურქეთი

ბოლო წლებია თურქეთი ძალიან საშიში ქვეყანა ხდება, რომელიც ყველა თავის მეზობელს პრობლემებს უქმნის. ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები სხვა სახელმწიფოების ხარჯზე ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე ფიქრობენ. ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა. გამორჩეულად სახიფათო სიტუაცია ყალიბდება ბერძნებისთვის, რადგან თურქები განსაკუთრებული აგრესიით მოქმედებენ საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ. […]

აშშ-დან 60 რუს დიპლომატს აძევებენ

თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ 60 რუს დიპლომატს ერთი კვირა მისცა იმისათვის, რომ ქვეყანა დატოვონ. ასეთი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მთავრობამ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის გამო მიიღო. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გადადგა რადიკალური ნაბიჯი და სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო რუსეთის […]

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წელს საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა LE MONDE ავრცელებს. როგორც „ლე მონდი“ წერს,  ნიკოლა სარკოზის გამოძიება პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიური სახელმწიფო სახსრების უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება. საფრანგეთის […]

როგორ გაიყვეს სტალინმა და ჩერჩილმა საბერძნეთი – ხელსახოცზე დაწერილი შეთანხმება

1944 წლის 9 ოქტომბერს, იალტის კონფერენციიდან რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სტალინი და ჩერჩილი მონაწილეობდნენ. როგორც უინსტონ ჩერჩილი თავის ავტოგრაფიულ წიგნში ჰყვება, მან სტალინს ბალკანეთის ნახევარკუნძულის თავიანთი გავლენის სფეროებად განაწილება შესთავაზა. ძალთა ფაქტობრივი ბალანსის საფუძველზე, ჩერჩილმა მოითხოვა, რომ დიდ ბრიტანეთს საბერძნეთზე გავლენის 90 პროცენტი ჰქონოდა, ხოლო საბჭოთა კავშირს […]

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი დააკავეს

დღეს დილით საფრანგეთში ნიკოლა სარკოზი დააკავეს 2007 წელს მისი სააარჩევნო კამპანიის  შესაძლო უკანონო დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, – ამის თაობაზე ფრანგული გამოცემა BFM იუწყება. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად დაცვის ქვეშ იმყოფება ქალაქ ნანტერის (პარიზიდან 11 კმ-ის დაშორებით) ანტიკორუფციული სამსახურის შენობაში. ნიკოლა სარკოზის დაკითხვას აწარმოებენ ლიბიიდან, მუამარ კადაფისგან მიღებული უკანონო სახსრების შესაძლო გამოყენების […]

რამდენად რეალურია ომი საბერძნეთსა და თურქეთს შორის?

ბოლო დროს საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას: ხომ არ გადაიზრდება დაძაბულობა ომში? ამ თემაზე საუბარი ხშირად მიმდინარეობს ათენშიც. მართალია ხელისუფლება არ იმჩნევს, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ ომის შესაძლებლობაზე უკვე არა მარტო უბრალო მოქალაქეები, არამედ ანალიტიკოსებიც საუბრობენ. მაგალითად, ათენის უნივერსიტეტის […]