ტექნოლოგიები

ცრემლების მაკურნებელი ძალა

ძველ სლავებში ერთი მეტად საინტერესო პრაქტიკა არსებობდა: გათხოვილი ქალები თავიანთ ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ მას ვარდის წყალს ურევდნენ და ამ ნაზავს იარების სამკურნალოდ იყენებდნენ. ბიზანტიასა და სპარსეთში ფიქრობდნენ, რომ ცრემლებს დაჭრილი მეომრების მაკურნებელი არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა. რა არის ცრემლების „საიდუმლო“? ეს კითხვა, ცხადია, მეცნიერებსაც აწუხებდათ და თავის დროზე დაადგინეს, […]

„სწრაფი ადაპტაცია ალბათ პირველი უნარია, რაც ადამიანს ჩინეთში ცხოვრებისას სჭირდება“

თამარ მენთეშაშვილი 2 წელია, ჩინეთში ცხოვრობს და შანხაიში, JIAO TONG-ის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობს ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით. მანამდე, 2 წლით ადრე ევროპაში – ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა. იგი ჩინეთში 3 თვით წავიდა, მაგრამ… თამარ, ევროპიდან უეცრად აზიაში აღმოჩნდით… რატომ აირჩიეთ ჩინეთი და, კერძოდ, შანხაი? შანხაი რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიე. ბავშვობაში მამაჩემის მოყოლილი ისტორიებიდან […]

8-ტონიანი კოსმოსური სადგური „ტიანგუნგ-1“ დღეს დილით დედამიწაზე ჩამოვარდა

8-ტონიანი ჩინური კოსმოსური სადგური „ტიანგუნგ-1“, რომლის ჩამოვარდნასაც დედამიწაზე დღეს ვარაუდობდნენ გრინვიჩის დროით 01:07 სთ-ზე (თბილისის დროით დილის 5 საათსა და 17 წუთზე), დედამიწაზე ჩამოვარდა, უფრო სწორად, ატმოსფეროში დაიწვა წყნარი ოკეანის თავზე ისე, რომ მისი  ნამსხვრევების დიდმა ნაწილმა დედამიწამდე ვერც მოაღწია. „ტიანგუნგ-1“ (თარგმანში „ციურ სასახლეს“ ნიშნავს) 2011 წლის 29 სექტემბერს გაუშვეს, […]

მიჩიო კაკუ: უცხოპლანეტელებს ამ საუკუნეში შევხვდებით

მსოფლიოში ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და ფუტუროლოგი, დოქტორი მიჩიო კაკუ მიიჩნევს, რომ ადამიანებისათვის რობოტები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე უცხოპლანეტელები, რომლებთანაც, მისი ვარაუდით, კაცობრიობა ამ საუკუნეში შეძლებს კონტაქტის დამყარებას. მიჩიო კაკუმ ეს განცხადება Reddit AMA-ზე (მკითხეთ ყველაფერი) გააკეთა. ამ პლატფორმაზე უსვამდნენ კითხვებს დაინტერესებული მომხმარებლები ფიზიკოსს ხელოვნური ინტელექტისა და არამიწიერი სიცოცხლის შესახებ. „პირადად მე […]

ამერიკული კომპანია TESLA უკვე საბერძნეთშია

ამერიკელი ბიზნესმენის, ინჟინრისა და ინვესტორის, მილიარდერ ილონ მასკის კომპანია TESLA, რომელიც ელექტრომობილების წარმოებით არის დაკავებული, უკვე საბერძნეთშია. გასულ ხუთშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდა მისი შვილობილი კომპანია TESLA GREECE, რომლის  შტაბი ათენში, აღია პარასკევში განთავსდება. ჯერჯერობით ეს არ ნიშნავს საბერძნეთში „ტესლას“ ელექტრომობილების  წარმოების დაწყებას. კომპანია თავიდან მხოლოდ ათ ინჟინერს დაასაქმებს, თუმცა უკვე ცნობილია, […]

SpaceX-მა „სამყაროს ინტერნეტის“ პირველი თანამგზავრები 17 თებერვლის ნაცვლად 22 თებერვალს გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ადრე დაანონსებული 17 თებერვლის ნაცვლად დღეს გაუშვა რაკეტა-მატარებელი FALCON-9  აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ვანდენბერგის ბაზიდან (კალიფორნია). რაკეტამ კოსმოსურ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ორი თანამგზავრი – Microsat 2a  და 2b; აგრეთვე, ესპანეთის სახელმწიფოს კუთვნილი რადიოლოკაციური დაკვირვების თანამგზავრი – PAZ. მასკის ეს ამბიციური პროექტი „მსოფლიო ინტერნეტის“ უზრუნველყოფას ემსახურება. თანამგზავრები – […]

ნანორობოტები კიბოს ამარცხებენ – ახალი რევოლუციური მეთოდი

ჩინელმა მეცნიერებმა  შექმნეს ნანორობოტი, რომელსაც სიმსივნური უჯრედების განადგურება შეუძლია. სპეციალისტების თქმით, ეს ნანორობოტები სიმსივნური უჯრედების ინდენტიფიცირებას ახდენენ და მათ 24 საათში ანადგურებენ – ისინი კიბოს უჯრედებისთვის ჟანგბადის და საკვების  მიწოდებას ბლოკავენ. სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ნანორობოტები დნმ-ის მოლეკულებია, რომლებიც ერთმანეთშია ჩაწნული. ამ მოლეკულებისგან ბრტყელი ფურცლები იქმნება, რომლებიც შემდეგ მილაკებივით ეხვევა და […]

WI-FI დედამიწის ნებისმიერ წერტილში უფასოდ – ხვალ, თბილისის დროით 18:17 საათზე რევოლუციური პროექტი იწყება

რამდენიმე წელია, მილიარდერი ინჟინერი და გამომგონებელი ილონ მასკი (ELON MUSK) საუბრობს თავისი პროექტების შესახებ დაბალორბიტული თანამგზავრების ქსელის გაშვების თაობაზე, რომელსაც შეუძლია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელ დედამიწაზე. და თუმცა ამ პროექტის დეტალები ჯერაც საიდუმლოა, თანამგზავრების პირველი პროტოტიპები უკვე მზადაა გასაშვებად , – ამის თაობაზე ENGADJET-ი წერს. გასულ წელს SpaceX-ის ვიცე-პრეზიდენტი, […]

საბერძნეთი ელექტრომობილის გამოშვებას იწყებს

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკური ავტომობილები. საბერძნეთშიც გადაწყვიტეს ამ ტრენდის ათვისება და უკვე შეიქმნა პირველი ბერძნული ელექტრომობილი ECOCAR. ელექტრომობილი ორ მგზავრზეა გათვლილი და დაახლოებით 700 კგ-ს იწონის. მისი ბატარეები მარტივად იტენება და 150 კმ-ის გავლას უზრუნველყოფს. ელექტრომობილს მაქსიმუმ 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ […]

კრიპტოვალუტით გამდიდრებულნი

Forbes-მა სკუთარ საიტზე გამოაქვეყნა იმ ადამიანთა სია, რომლებმაც მილიარდები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციებით იშოვეს. სიის სათავეშია კრიპტოვალუტა Ripple-ის სერვისების ყოფილი გენერალური დირექტორი კრის ლარსენი, რომელმაც კრტიპტოვალუტის მეშვეობით 7,5-8 მილიარდი დოლარი იშოვა. მეორე ადგილზეა კრიპტოვალუტა Ethereum-ის ერთ-ერთი შემქმნელი ჯოზეფ ლავინი, რომლის ქონებაც 3-იდან 5 მილიარდ დოლარამდე ფასდება. მესამეა კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი […]