რას არ გაიგებ/ფაქტები

საინტერესო ფაქტები შუქნიშნების შესახებ

მსოფლიოში პირველი შუქნიშანი 1868 წლის 10 დეკემბერს დადგეს ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის შენობის სიახლოვეს. მისი გამომგონებელია ჯონ პიკ ნაიტი. პირველი შუქნიშანი ხელით იმართებოდა და ორი ფრთისგან შედგებოდა: პირველი, ჰორიზონტალური ფრთა აღნიშნავდა სიგნალს – „სდექ“, მეორე, 45-გრადუსიანი ფრთა კი ადამიანებს ატყობინებდა, რომ ფრთხილად უნდა გადასულიყვნენ. მზის ჩასვლის შემდეგ გაზის ფანარიც გამოიყენებოდა: ის […]

ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს

იცით თუ არა, რომ მამაკაცური ერექციის შესანარჩუნებელი პრეპარატი, ყბადაღებული ვიაგრა თავდაპირველად ანგინის სამკურნალოდ გამოიგონეს? თუმცა შემდეგ მას დანიშნულება შეუცვალეს და სტენოკარდიის დროს გულმკერდის არეში ტკივილების სამკურნალოდ „გადაამისამართეს“. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ აქტიური ნივთიერება, სახელწოდებით სილდენაფილის ციტრატი, რომელიც ვიაგრის შემადგენლობაში შედის, გულის მუშაობაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. წარმატება […]

ნორვეგიაში 3 წლის განმავლობაში ძაღლი მეფობდა

მე-12 საუკუნის ვიკინგების ქრონიკებში უცნაური ისტორიული ეპიზოდია გადმოცემული. როცა ნორვეგიელმა მეფე ეისტეინ მაგნუსონმა ტრონჰეიმის მიწა დაიპყრო, მეფისნაცვლად საკუთარი შვილი – ენუნდი დანიშნა, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მოწყობილი აჯანყებისას ენუნდი დაიღუპა. მაგნუსონმა ბუნტი არნახული სისასტიკით ჩაახშო. ხელახლა დაპყრობილ აბორიგენებს მან არჩევანი შესთავაზა – მათი მმართველი ან მონა, სახელად ტორერ ფაქსი, ან […]

საბერძნეთში ღირსშესანიშნაობებთან უკანალის გაშიშვლება კანონით ისჯება

ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. ამ ზრუნვის ნაწილია რჩევები მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს. წელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი რჩევები აღდგომისა და, ზოგადად, ზაფხულის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით გამოსცა. ამჯერად ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ ტრადიციებზე, რომლებიც ტურისტული ქვეყნების კანონმდებლობაშია ასახული და რომელთა დარღვევისათვის სასჯელი კანონით არის გათვალისწინებული. ჩამონათვალში […]

რა იცით ძილის და სიზმრების შესახებ?

2008 წლიდან, „ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით“ (World Association of Sleep Medicine – WASM ), „ძილის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ეს დღე ყოველწლიურად მარტის სრული კვირის მეორე პარასკევია, რომელიც წელს 16 მარტს დაემთხვა. ამ თემის ირგვლივ ამჯერად მხოლოდ ციფრებსა და ფაქტებს გთავაზობთ: მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 8 საათი სძინავს. გამოთვლები ცხადყოფს, რომ […]

„პაოკის“ შეიარაღებული პრეზიდენტი საფეხბურთო მოედანზე შევარდა და მსაჯს ემუქრებოდა

საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ქალაქ თესალონიკში „პაოკსა“ და „აეკს“ შორის ბოლო წუთზე შეწყდა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ბურთი არ ჩათვალა. იმ დროს ანგარიში 0:0 იყო და, ბუნებრივია, ამან ადგილობრივი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც „პაოკის“ პრეზიდენტი ივან სავიდისი […]

ვლადიმირ პუტინი ბერძნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდება (?!)

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა პელოპონესის უნივერსიტეტის (ქალაქი კალამატა, საბერძნეთი) რექტორატმა. მათი ინფორმაციით, 22 თებერვალს უნივერსიტეტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისათვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ასეთი პატივი პუტინს ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურული მონაპოვარის მართვის განყოფილებამ მიანიჭა. შესაძლოა, პროვინციული ბერძნული უნივერსიტეტის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მათ ქალაქს ესტუმრებოდა საპატიო დოქტორის […]

ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ერთ კაცს ითვლის

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაიომინგის შტატში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა მხოლოდ ერთი ადამიანისგან (?!) შედგება. დასახლებული პუნქტი 1866 წელს ამერიკული კავალერიის ოფიცერმა ჯონ ბაფორდმა დააარსა და სახელიც მისი გვარის მიხედვით ეწოდა – ბაფორდი (Buford). დასახლების დაარსების მიზანი ამერიკის პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებელთა დაცვა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იყო. დასახლებული პუნქტის […]

პოლიციამ თოვლისგან გაკეთებული მანქანა დააჯარიმა და პატრონი 15 ათასი დოლარით დააჯილდოვა!

ცნობილმა კანადელმა მოქანდაკემ, 33 წლის საიმონ ლაპრიზმა თოვლისგან ჩვეულებრივი მანქანის იდენტური მანქანა გააკეთა, თანაც ისეთ ადგილას, სადაც კანონით მანქანის პარკირება აკრძალული იყო. ხუმრობის მოყვარულ ხელოვანს, თავისი ჩანაფიქრით, მანქანების გადათოვლის სამსახურის თანამშრომლები უნდა „გაესულელებინა“, მაგრამ შედეგი გაცილებით სასაცილო აღმოჩნდა: პოლიციელმა მანქანის უკანონო პარკირებისთვის თოვლის მანქანა-ქანდაკებას ჯარიმა გამოუწერა. აღნიშნულ ფაქტს მოქანდაკე სოციალურ […]

კატამ საერთაშორისო აეროპორტში შუქი გამორთო

ქაიროში ქუჩის კატა საერთაშორისო აეროპორტის დენის ქვესადგურში შეიპარა, რის გამოც საბარგო ზონის რამდენიმე შენობაში შუქი გამოირთო. ეს ინფორმაცია ეგვიპტურმა ტელეარხმა Sada Elbalad-მა გაავრცელა. საქმე ისაა, რომ კატის ძრომიალმა სადენებს შორის მოკლე ჩართვა გამოიწვია. ტელეარხის ცნობით, საბრალო ცხოველს დენმა დაარტყა და მოკვდა. მსგავსი ისტორიები არც ისე იშვიათად ხდება. კატები ძალიან ცნობისმოყვარეები […]