საბერძნეთი

„ვიცეკვებთ, ვიტირებთ, ვიმხიარულებთ“ – ათენი ლარა ფაბიანის კონცერტის მოლოდინში

„ბერძენი ერი ცივილიზაციის სიმბოლოა. ვგულისხმობ დღევანდელ ნამდვილ კულტურას და არა არქაულ ისტორიას, ძეგლებსა თუ თეატრებს. ვსაუბრობ კაზანძაკისისა და ელატისის მწერლობაზე, თეოდორაკისის მუსიკაზე, ჩემი მეგობრების – ნანა მუსხურის, გიორგოს პერისისა და მარიო ფრაგულისის უნიკალურ ხმებზე, კოსტა გავრასა და ტეო აგელოპულოსის კინოზე. ვსაუბრობ მდიდარი კულტურის მქონე ერზე, ჩემთვის ეს არის მთავარი, ქვეყნის […]

საბერძნეთში დიდი განძი იმალება?

როგორც ბერძნული პორტალი TOXRIMA.GR წერს, კრეტაზე, იონიის ზღვის რეგიონში საბერძნეთის ნამდვილი განძი იმალება. Hellenic Hydrocarbon Management Company-ს (Ελληνικής Εταιρείας Διαχείρισης Υδρογονανθράκων) მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ იანის ბასიასმა განაცხადა, რომ  კრეტის სამხრეთით, ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადოების მარაგები 3-იდან 30 ტრილიონ კუბომეტრამდეა, ხოლო ნავთობის საბადოს მარაგები 3 მილიარდ ბარელამდე აღწევს. გაზეთი «Δημοκρατία» („დემოკრატია“) […]

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის უფლების ახალი ვადები განისაზღვრა

25 აპრილს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საქმეთა დეპარტამენტმა გამოსცა სპეციალური ცირკულარი, რომლის მიხედვითც ხელახლა განისაზღვრა ბინადრობის ხანგრძლივობა იმ პირებისთვის, რომლებსაც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანა სურთ. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შესაძლებლობა აქვს საბერძნეთის მოქალქეობა მოითხოვოს. ამჯერად სამინისტრომ თითოეული კატეგორიისთვის სხვადასხვა ვადა განსაზღვრა. კერძოდ, […]

საბერძნეთის უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებანი

მკითხველისთვის ცნობილია, რომ საბერძნეთში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სწავლა უფასოა, რაც მოქალაქეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამავე დროს, საინტერესოა, რამდენად ხარისხიანია სწავლების პროცესი და რა თავისებურება ახასიათებს ბერძნული უმაღლესი განათლების სისტემას. მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტების რეიტინგის დათვლას რამდენიმე ორგანიზაცია დამოუკიდებლად ახორციელებს და ამ საქმისთვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ამ რეიტინგებს […]

ათონის წმინდა მთის მმართველი საბჭო პუტინს ბერძენი სამხედროების გათავისუფლებაში შუამავლობას სთხოვს

ბერძნული მედიის ცნობით, ათონის წმინდა მთის მმართველმა საბჭომ 31 მარტს ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. წერილში, მილოცვის გარდა, გამოთქმულია სურვილი, რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ხელისუფლებასთან ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების საკითხზე იშუამავლოს. რამდენიმე დღის წინათ პუტინმა ათონელი ბერების თხოვნას უპასუხა. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცი უკვე თითქმის […]

გენერალს ღვინო ტანკის ლულით მიართვეს

სახალისო შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ქალაქ ქსანთის სატანკო ნაწილში: ჯარისკაცებმა ნაწილის მეთაურს ღვინით სავსე ბოკალი ტანკის ლულით მიართვეს. წმინდა გიორგი საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მფარველად ითვლება და გიორგობის დღესასწაული სამხედროებისთვის განსაკუთრებული ზეიმია. რამდენადაც საბერძნეთში გიორგობა 23 აპრილს აღინიშნება, ქალაქ ქსანთის სატანკო ნაწილის ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, ეს დღე სამახსოვროდ დარჩენილიყო მათი სამხედრო ნაწილის მეთაურისთვის, […]

კუნძულ ლესბოსზე ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინიში მთელი ღამის განმავლობაში ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკებები მიმდინარეობდა. პოლიციამ მიგრანტების გაყვანა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მხოლოდ დილით მოახერხა. მიგრანტებმა, რომელთა უმრავლესობას ავღანელები წარმოადგენენ, ქალაქის ცენტრალური მოედანი 18 აპრილს დაიკავეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს, რომლის ცენტრშიც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მიგრანტები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და […]

გიორგოს კარაძაფერისი: „ბერძნები, სხვა ემიგრანტებთან შედარებით, ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან!“

გიორგოს კარაძაფერისი ბერძნული პოლიტიკის ვეტერანია. იგი რამდენჯერმე გახდა საბერძნეთის პარლამენტის წევრი, რომლის საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. პროფესიით ჟურნალისტი კარაძაფერისი მემარჯვენე პოლიტიკურ ფრთას მიეკუთვნება და მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ცხადია, მისი შეხედულებები ჩვენთვის ყოველთვის მისაღები ვერ იქნება, მაგრამ რამდენადაც კარაძაფერისი, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საკმაოდ გულახდილი პიროვნებაა, მისი მოსაზრებების გაცნობა საინტერესო უნდა იყოს ქართველი […]

თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ალექსის ციპრასის ვერტმფრენი საფრთხეში ჩააგდეს

17 აპრილს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი კუნძულ კასტელორიზოზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. თურქეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე კუნძულიდან დაბრუნებისას პრემიერს ინციდენტი შეემთხვა. დოდეკანესის არქიპელაგში შემავალ კუნძულ კასტელორიზოზე ვიზიტისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. იგი საბერძნეთის ამ ყველაზე დაშორებული კუნძულის მცხოვრებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ ესაუბრა. პრემიერი […]

ბერძნული როკჯგუფის უსიამოვნო თავგადასავალი თბილისში

12 აპრილს თბილისში ჩავიდა ბერძნული როკჯგუფი ROTTING CHRIST, რომლის წევრებსაც აეროპორტში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვათ. ჯგუფი საქართველოს დედაქალაქს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გასტროლების ფარგლებში ეწვია. ჯგუფის სოლისტის, საკის ტოლისის განცხადებით, ისინი თბილისში ხუთშაბათს, დილით ადრე ჩაფრინდნენ. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საკისი და მისი ძმა პოლიციამ შეაჩერა და გასაუბრებაზე წაიყვანა. საბოლოოდ, გასაუბრების […]