ფავორიტები

ცრემლების მაკურნებელი ძალა

ძველ სლავებში ერთი მეტად საინტერესო პრაქტიკა არსებობდა: გათხოვილი ქალები თავიანთ ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ მას ვარდის წყალს ურევდნენ და ამ ნაზავს იარების სამკურნალოდ იყენებდნენ. ბიზანტიასა და სპარსეთში ფიქრობდნენ, რომ ცრემლებს დაჭრილი მეომრების მაკურნებელი არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა. რა არის ცრემლების „საიდუმლო“? ეს კითხვა, ცხადია, მეცნიერებსაც აწუხებდათ და თავის დროზე დაადგინეს, […]

„ვიცეკვებთ, ვიტირებთ, ვიმხიარულებთ“ – ათენი ლარა ფაბიანის კონცერტის მოლოდინში

„ბერძენი ერი ცივილიზაციის სიმბოლოა. ვგულისხმობ დღევანდელ ნამდვილ კულტურას და არა არქაულ ისტორიას, ძეგლებსა თუ თეატრებს. ვსაუბრობ კაზანძაკისისა და ელატისის მწერლობაზე, თეოდორაკისის მუსიკაზე, ჩემი მეგობრების – ნანა მუსხურის, გიორგოს პერისისა და მარიო ფრაგულისის უნიკალურ ხმებზე, კოსტა გავრასა და ტეო აგელოპულოსის კინოზე. ვსაუბრობ მდიდარი კულტურის მქონე ერზე, ჩემთვის ეს არის მთავარი, ქვეყნის […]

გივი ბერიკაშვილი დღეს 85-ის გახდებოდა

ყველასათვის საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის დაბადების ადგილი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი: კახელები ბობოქრობდნენ, გივი რატომ ამბობს, თბილისში დავიბადეო. „რანაირად ვთქვა ტყუილი, კაცო! ვერაზე, ფილარმონიის უკან რომ საავადმყოფოა, იქ დავიბადე, 15 მაისი იყო“, – ამბობდა ბატონი გივი, რომელიც დღევანდელ დღეს დაიბადა ზუსტად 85 წლის წინათ. წლეულს მეორე დაბადების დღეა […]

საინტერესო ფაქტები კანის კინოფესტივალის შესახებ

საფრანგეთის  ქალაქ კანში 8 მაისს 2018 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა – კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. მთავარი კონკურსისთვის ორგანიზატორებმა, თითქმის ორი ათასი ფილმის ნახვის შემდეგ, 21 სრულმეტრაჟიანი ფილმი შეარჩიეს. ვინ გახდება „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი, 19 მაისს გახდება ცნობილი. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტია. რაც შეეხება მეტად მნიშვნელოვან და […]

ქართულ საქმეთა ავთანდილი

12 მაისს ავთანდილ მიქაბერიძის დაბადების დღეა! 65 წლისა ხდება. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ. 1970 წლის 1-ლი სექტემბერი იყო, პირველად რომ ვნახე. პირველკურსელთა სახელით სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართულ საპირველსექტემბრო ზეიმზე. მე მეორე კურსზე ვიყავი. მალე დავმეგობრდით და მას მერე ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა საქართველოსა თუ უცხოეთში, არაერთი […]

ანა ჯალაღანია: „დედაჩემი გმირია, რომელსაც ვცდილობ ყოველდღე მადლობა გადავუხადო“

ანა ჯალაღანია 13 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. მან საქართველო 14 წლისამ დატოვა, იმ ასაკში, როცა მოზარდებს უკვე ჰყავთ თავიანთი სამეგობრო წრე და ყველაზე მეტად უჭირთ მშობლიურ გარემოსთან განშორება… თუმცა საფრანგეთში დედა ელოდა და ახალი ცხოვრება, სირთულეებიც და ახალი შესაძლებლობებიც, რომლებზეც ანა ინტერვიუში თავად გვესაუბრება ძალიან გულწრფელად და საინტერესოდ. ანა, ყველა ემიგრანტს […]

ნინო რურუა: „ემიგრაცია, ავად თუ კარგად, სასჯელი არ არის, ეს ჩვენი არჩევანია“

ნინო რურუა – ეს სახელი და გვარი იტალიაში მყოფი ქართველებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პროფესიონალ იურისტს არაერთი მათგანი მიმართავს და ქალბატონი ნინოც ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებს მათ დასახმარებლად. მეგობრებთან ერთად იგი ქართველ ბავშვებზეც ზრუნავს – ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა „აისი“ დააფუძნა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებმა მშობლიური ქვეყანა […]

ირმა ჩომახიძე:  „ლონდონში რომ ჩამოვედი, სახლის სახურავებზე მერი პოპინსს ვეძებდი, ქუჩებში – შერლოკ ჰოლმსს…“

„თბილისის შემდეგ ყველაზე მეტად ლონდონი მიყვარს. აქ ჩემი ოჯახი და სახლია. ყველგან და ყველაფერში იგრძნობა კონსერვატიზმი“, – ამბობს ირმა ჩომახიძე NOSTAL.GE-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში. საქართველოდან გაემგზავრება საყვარელი ადამიანის გამო მოგიწიათ, თუმცა ალბათ მაინც გაგიჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება. 2011 წლიდან მუდმივად ლონდონში ვცხოვრობ. 2007 წელს დავქორწინდი ჩემს მეუღლეზე – ლევან შოგირაძეზე, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა […]

„ჯარისკაცის მამა“ – რეზო ჩხეიძის მოგონებები

„ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ამ ფილმით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. ფილმის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე 1965 წლის 13 მაისს გაიმართა. მას შემდეგ ხუთ ათეულ წელზე მეტი გავიდა და მას ოდნავაც არ დაუკარგავს კინემატოგრაფიული ხიბლი – მეტიც, ძველი ღვინოსავით, სულ უფრო და […]

ნოდიკო ტატიშვილი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებულად ემოციურად მღერის

„ყოველთვის ვამბობ, რომ განსაკუთრებულად ემოციური კონცერტები გამოდის ემიგრანტებთან – თბილიც, ცოტა სევდიანიც და, რა თქმა უნდა, მხიარულიც. საოცარი საზოგადოებაა, ბოლომდე მომყვებიან ყოველთვის და ხშირად დაგეგმილ პროგრამას ადგილზევე ვცვლი და უფრო დიდხანს ვმღერი ხოლმე, ვიდრე ეს მანამდე მქონდა განსაზღვრული. … როდესაც ასეთ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობ, კიდევ უფრო მეტად მინდა, რომ […]