საბერძნეთი

ქართული დიასპორული ორგანიზაციები თესალონიკის ენის ფესტივალზე

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში სტარტი აიღო მეექვსე საერთაშორისო ფესტივალმა „მრავალენოვანი ქალაქი თესალონიკი 2018“. ღონისძიება ქალაქის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და მასში მონაწილეობს ასამდე კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, აგრეთვე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზატორების მიზანია წარმოაჩინონ თესალონიკის მულტიკულტურული ტრადიციები, რომელთა ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქში არსებული ენობრივი მრავალფეროვნება. […]

თურქეთში დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების ახალი გეგმა

როგორც ცნობილია, უკვე თითქმის სამი თვეა ადრიანოპოლის ციხეში იმყოფებიან ბერძენი ჯარისკაცები, რომელთაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად. საბერძნეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის მეთაურთა საბჭომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცი ადრიანოპოლში არსებული ბერძნული დიპლომატიური მისიის წევრებად გამოაცხადა. ამდენად, ჯარისკაცები დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებად მოგვევლინებიან. რას ნიშნავს პრაქტიკულად აღნიშნული გადაწყვეტილება? […]

კრიმინალური ავტორიტეტის – ლაშა შუშანაშვილის სასამართლო მესამედ გადაიდო

აპრილში ქალაქ თესალონიკში დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესი მესამედ გადაიდო. დაკავებულის ადვოკატებმა ერთ-ერთი მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და მისი აცილება მოითხოვეს. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ სასამართლო სხდომა 24 მაისისთვის გადაიდო. ეს სხდომის გადადების უკვე მესამე შემთხვევაა. ლაშა შუშანაშვილის გადაცემას ითხოვს საფრანგეთი, სადაც მის წინააღმდეგ […]

საბერძნეთში ვადაგადაცილებული სესხების „შეკრეჭა“ ახლოვდება

ევროკავშირის დირექტივა საბერძნეთის მოქალაქეებს, რომელთაც იპოთეკური სესხი აქვთ და საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან, გამოსავალს სთავაზობს. დირექტივა ე. წ. ირლანდიური მოდელის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული მოდელი ირლანდიის რესპუბლიკაში წარმატებით განხორციელდა და შესაძლოა საბერძნეთშიც დადებითი შედეგი გამოიღოს. მოდელის მიხედვით, სესხი ორ ნაწილად იყოფა – „კარგი“ და „ცუდი“. თუკი მოვალე „კარგ“ ნაწილს დაფარავს, […]

„ზაფხულის დასაწყისი“ – თამთამ ახალი სიმღერა ჩაწერა

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ მზისგან დამცავი კრემების მწარმოებელ ცნობილ ბრენდ CARROTEN–თან თანამშრომლობით ახალი სიმღერა გამოუშვა. სიმღერის სახელწოდებაა „Αρχές Καλοκαιριού“ („ზაფხულის დასაწყისი“), კომპოზიტორია დიმიტრის კონდოპულოსი, ხოლო ტექსტის ავტორი – თანოს პაპანიკოლაუ. მოუსმინეთ თამთას ახალ სიმღერას და ერთად დაველოდოთ ვიდეოკლიპს, რომელიც, როგორც თამთას სჩვევია, სიურპრიზებით უნდა იყოს სავსე.

საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახურში პირადობა უფასოდ, ხოლო პასპორტი 48 ევროდ შეგიძლიათ აიღოთ

დღეს, 15 მაისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის განცხადება: გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით: 1. 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქის მიერ საკონსულო სამსახურში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის […]

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის უფლების ახალი ვადები განისაზღვრა

25 აპრილს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საქმეთა დეპარტამენტმა გამოსცა სპეციალური ცირკულარი, რომლის მიხედვითც ხელახლა განისაზღვრა ბინადრობის ხანგრძლივობა იმ პირებისთვის, რომლებსაც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანა სურთ. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შესაძლებლობა აქვს საბერძნეთის მოქალქეობა მოითხოვოს. ამჯერად სამინისტრომ თითოეული კატეგორიისთვის სხვადასხვა ვადა განსაზღვრა. კერძოდ, […]

საბერძნეთის უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებანი

მკითხველისთვის ცნობილია, რომ საბერძნეთში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სწავლა უფასოა, რაც მოქალაქეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამავე დროს, საინტერესოა, რამდენად ხარისხიანია სწავლების პროცესი და რა თავისებურება ახასიათებს ბერძნული უმაღლესი განათლების სისტემას. მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტების რეიტინგის დათვლას რამდენიმე ორგანიზაცია დამოუკიდებლად ახორციელებს და ამ საქმისთვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ამ რეიტინგებს […]

ათენის ექსარხიის რაიონში პოლიციასა და ანარქისტებს შორის ომი დაიწყო

ექსარხიის რაიონის მცხოვრებთა მრავალრიცხოვანი საჩივრის შემდეგ პოლიცია გუშინ, 10 მაისს საღამოს შეეცადა დაეშალა ანარქისტთა „ტუსოვკები“ ამ რაიონში, მაგრამ ისეთ ძლიერ და ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ უკან დაიხია. პოლიციამ ოპერაცია ექსარხიის რაიონში ანარქისტთა თავყრილობების დასაშლელად მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 მაისს საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ათენის ექსარხიის რაიონში სიტუაციის ნორმალიზების შესახებ, […]

ორი ქართველი ხელოვანი ათენის სცენაზე წარმოდგენას გამართავს

თეატრის მოყვარულ ათენის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მაისის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი ელით: 25 მაისს ქართველი რეჟისორის წარმოდგენის პრემიერა გაიმართება. „კეფალინიას ქუჩის თეატრის“ მეორე დარბაზში წარმოდგენებს გამართავს რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი. მონოსპექტაკლში, რომელიც ფრანგი მწერალის, პოეტის, დრამატურგისა და კინორეჟისორის, ჟან კოკტოს ნაწარმოების, „ადამიანის ხმის“ მიხედვით დაიდგა, ახალი თაობის ქართული თეატრის წარმომადგენელი, ბუბა გოგორიშვილი […]