ახალი ამბები

საბერძნეთში ვადაგადაცილებული სესხების „შეკრეჭა“ ახლოვდება

ევროკავშირის დირექტივა საბერძნეთის მოქალაქეებს, რომელთაც იპოთეკური სესხი აქვთ და საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან, გამოსავალს სთავაზობს. დირექტივა ე. წ. ირლანდიური მოდელის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული მოდელი ირლანდიის რესპუბლიკაში წარმატებით განხორციელდა და შესაძლოა საბერძნეთშიც დადებითი შედეგი გამოიღოს. მოდელის მიხედვით, სესხი ორ ნაწილად იყოფა – „კარგი“ და „ცუდი“. თუკი მოვალე „კარგ“ ნაწილს დაფარავს, […]

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის უფლების ახალი ვადები განისაზღვრა

25 აპრილს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საქმეთა დეპარტამენტმა გამოსცა სპეციალური ცირკულარი, რომლის მიხედვითც ხელახლა განისაზღვრა ბინადრობის ხანგრძლივობა იმ პირებისთვის, რომლებსაც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანა სურთ. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შესაძლებლობა აქვს საბერძნეთის მოქალქეობა მოითხოვოს. ამჯერად სამინისტრომ თითოეული კატეგორიისთვის სხვადასხვა ვადა განსაზღვრა. კერძოდ, […]

კალამატაში ყოფილმა მასწავლებელმა თავი მოიკლა

4 მაისს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ქალაქ კალამატაში – მასწავლებელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე აღმოაჩინეს. როგორც პოლიციამ დაადგინა, 73 წლის პენსიონერმა მამაკაცმა, ყოფილმა მასწავლებელმა წერილი დატოვა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზს ასახელებს. პოლიცია წერილის დეტალებს არ ასაჯაროებს. უცნობია თვითმკვლელობის ზუსტი დრო. სუიციდი, სავარაუდოდ, დილით ადრე […]

შუალედური ფასდაკლებები საბერძნეთში: კვირას მაღაზიები ღია იქნება

შუალედური ფასდაკლებების კამპანიის ფარგლებში ხვალ, 6 მაისს საბერძნეთში მაღაზიები იმუშავებენ, მაგრამ სამუშაო გრაფიკი ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებული იქნება. თუ შოპინგს გეგმავთ, ხვალ ამისთვის შესაფერისი დროა. როგორც ათენის სავაჭრო პალატა იუწყება, მაღაზიების მეპატრონეებს რეკომენდაცია მიეცათ, დილის 11-იდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურონ კლიენტებს. გრაფიკი სავალდებულო არაა და შესაძლოა ზოგიერთი სავაჭრო დაწესებულება უფრო ადრე […]

მასშტაბური ხანძარი საბერძნეთის ქალაქ ქსანთის სამრეწველო საწარმოში

დღეს, პირველ მაისს მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქალაქ ქსანთის აკუმულატორების საწარმოში. შენობების დიდი ნაწილი ცეცხლშია გახვეული. საწარმო კომპანია Sunlight-ს ეკუთვნის და ევროპაში უდიდესია ანალოგიურ სამრეწველო კომპლექსებს შორის. ხანძარი აკუმულატორების საწარმოო მთავარ შენობაში გაჩნდა, სადაც ფეთქებადი მასალებია განთავსებული. სახანძრო სამსახური ძალისხმევას არ იშურებს, რათა აფეთქებების ალბათობა გამოირიცხოს. რამდენადაც ტოქსიკური ნივთიერებები, გადაწყდა საწარმოსთან […]

ახალშობილის მკვლელი დედა დროებით თავისუფალია

გასულ შაბათს, 21 აპრილს ძალიან სამწუხარო და დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა ათენის ნეა სმირნის რაიონში: პოლიციამ საცხოვრებელი ბინის უკანა ეზოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვა. ცნობილი გახდა, რომ დედამ ბავშვი საბანში გაახვია, ვარდისფერ პარკში ჩადო და აივნიდან უკანა ეზოში გადააგდო. პოლიციამ მკვლელის ვინაობა ადვილად დაადგინა. აღმოჩნდა, რომ 22 წლის ბერძენი სტუდენტი გოგონა მისი […]

ათონის წმინდა მთის მმართველი საბჭო პუტინს ბერძენი სამხედროების გათავისუფლებაში შუამავლობას სთხოვს

ბერძნული მედიის ცნობით, ათონის წმინდა მთის მმართველმა საბჭომ 31 მარტს ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. წერილში, მილოცვის გარდა, გამოთქმულია სურვილი, რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ხელისუფლებასთან ორი ბერძენი ჯარისკაცის გათავისუფლების საკითხზე იშუამავლოს. რამდენიმე დღის წინათ პუტინმა ათონელი ბერების თხოვნას უპასუხა. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ორი ბერძენი ჯარისკაცი უკვე თითქმის […]

უხუცესი ბერძენი გინესის რეკორდების წიგნში შესასვლელად ემზადება

გამომცემლობა „პატრისის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ საბერძნეთში ცხოვრობს 112 წლის ქალი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად ემზადება. ბოლო დრომდე მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ქალად იაპონელი ნაბი ტაძიო ითვლებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის 21 აპრილს ის 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. პელოპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა დაბის, კრესტენის მცხოვრები ეკატერინე კარნარუ, სავარაუდოდ, მის ადგილს […]

კუნძულ ლესბოსზე ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინიში მთელი ღამის განმავლობაში ულტრამემარჯვენე ძალების, მიგრანტებისა და პოლიციის შეტაკებები მიმდინარეობდა. პოლიციამ მიგრანტების გაყვანა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მხოლოდ დილით მოახერხა. მიგრანტებმა, რომელთა უმრავლესობას ავღანელები წარმოადგენენ, ქალაქის ცენტრალური მოედანი 18 აპრილს დაიკავეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს, რომლის ცენტრშიც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მიგრანტები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და […]

კიფისიაში ყაჩაღობის დროს დაჭრილი ბიზნესმენი გარდაიცვალა – ეჭვმიტანილების ვინაობა ცნობილია

გუშინ, 20 აპრილს გარდაიცვალა ალექსანდროს სტამატიადისი, ბიზნესმენი, რომლის სახლში ორ აპრილს, განთენიისას მძარცველები შეიჭრენ. სტამატიადისმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მას ორჯერ ესროლეს. 52 წლის ბიზნესმენი 19 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს გიორგოს გენიმატას სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაში. მართალია, ბოლო დროს მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ თავის ტვინში უეცრად განვითარებულმა […]