კრიმინალი

ახალშობილის მკვლელი დედა დროებით თავისუფალია

გასულ შაბათს, 21 აპრილს ძალიან სამწუხარო და დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა ათენის ნეა სმირნის რაიონში: პოლიციამ საცხოვრებელი ბინის უკანა ეზოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვა. ცნობილი გახდა, რომ დედამ ბავშვი საბანში გაახვია, ვარდისფერ პარკში ჩადო და აივნიდან უკანა ეზოში გადააგდო. პოლიციამ მკვლელის ვინაობა ადვილად დაადგინა. აღმოჩნდა, რომ 22 წლის ბერძენი სტუდენტი გოგონა მისი […]

კიფისიაში ყაჩაღობის დროს დაჭრილი ბიზნესმენი გარდაიცვალა – ეჭვმიტანილების ვინაობა ცნობილია

გუშინ, 20 აპრილს გარდაიცვალა ალექსანდროს სტამატიადისი, ბიზნესმენი, რომლის სახლში ორ აპრილს, განთენიისას მძარცველები შეიჭრენ. სტამატიადისმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მას ორჯერ ესროლეს. 52 წლის ბიზნესმენი 19 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს გიორგოს გენიმატას სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაში. მართალია, ბოლო დროს მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ თავის ტვინში უეცრად განვითარებულმა […]

დიანა ბერიძის მკვლელს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ქართველი ემიგრანტი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ ექიმს თესალონიკის სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოუტანა. 38 წლის ქირურგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მკვლელობა 2017 წლის აპრილში თესალონიკში მოხდა. სამი შვილის დედა დიანა ბერიძე საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად იმყოფებოდა. ექიმის შეცდომის გამო პაციენტი გარდაიცვალა. დამნაშავემ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ საავადმყოფოში არავინ იმყოფებოდა და, დანაშაულის დაფარვის […]

საბერძნეთის პოლიციამ 4 დაკავებული ქართველის ფოტოები და მონაცემები გამოაქვეყნა

საბერძნეთის პოლიციამ, პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ოთხი მოქალაქის ფოტოსურათები და მონაცემები გამოაქვეყნა. ეს ადამიანები 27 მარტს მარუსის პოლიციამ დააკავა. მათ ბინების მრავალგზის გაქურდვაში ედებათ ბრალი. პროკურატურის გადაწყვეტილება მოქალაქეებისგან გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავებულებს მრავალგზის ჩადენილ კრიმინალურ ქმედებაში ადანაშაულებენ. დაკავებული ქართველების ფოტოსურათების და ვინაობის სანახავად და ბერძულ ენაზე სრული ინფორმაციის […]

ათენში ორი ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ორშაბათს, 2 აპრილს ათენში, პატისიონის ქუჩაზე მოძრავ ტროლეიბუსში საქართველოს ორი მოქალაქე მოხუცებულისთვის საფულის მოპარვის მცდელობისას დააკავეს. ქურდობის დროს ტროლეიბუსში იმყოფებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები, რომლებმაც მძარცველები დანაშაულის ადგილას დააკავეს. რამდენადაც დაკავებულებმა გაქცევა სცადეს, მათ დამატებით პოლიციელზე თავდასხმისთვის წარედგინათ ბრალი. როგორც გამოძიების მასალებიდან დასტურდება, დაკავებულები სისტემატურად ძარცვავდნენ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას. […]

ყაჩაღობა კიფისიაში – ეჭვმიტანილები ქართველები არიან?

უკვე ვწერდით, რომ 2 აპრილს, დილის ხუთ საათზე ყაჩაღობა მოხდა ათენში, კიფისიაში. ორი უცნობი პიროვნება ბიზნესმენის სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა. სახლის მეპატრონემ, ალექსანდროს სტამატიადისმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია და თავდამსხმელებმა ის მძიმედ დაჭრეს. პოლიცია ინტენსიურად ეძებს დამნაშავეებს და, როგორც ცნობილი ხდება, მათ კრიმინალური დაჯგუფების კვალს მიაგნეს. […]

თესალონიკში ძარცვის მცდელობისას ქართველები დააკავეს

ბერძნული მედიის ცნობით, თესალონიკში დაკავებულია სამი ქართველი, რომლებმაც ხარილაუს რაიონში ბინის გაძარცვა სცადეს. მძარცველებმა ბინიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეზობელმა ისინი შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა. პატრული დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე და მძარცველები დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე. იგი ქუჩაში იდგა და, პოლიციის ვარაუდით, თანამზრახველებისთვის სამართალდამცველების […]

ექიმები კიფისიაში მომხდარი ყაჩაღობის დროს დაჭრილი ბიზნესმენის გადარჩენას ცდილობენ

ორ აპრილს კიფისიაში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაზარალებული ალექსანდროს სტამატიადისი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. როგორც ათენის „გენიმატას“ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, პაციენტს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და, რადგანაც ბევრი სისხლი დაკარგა, მისი მდგომარეობა კრიზისულია; ექიმები დაზიანებული სასიცოცხლო ორგანოების აღდგენას ცდილობენ. ოპერაცია ათი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ექიმები იძულებული გახდნენ, პაციენტისთვის ერთი […]

კიფისიაში ყაჩაღობა მოხდა – ბინის მეპატრონე მძიმე მდგომარეობაშია

დღეს, დილის ხუთ საათზე ყაჩაღობა მოხდა ათენში, კიფისიაში. ორი უცნობი პიროვნება ბიზნესმენის სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა. სახლის მეპატრონემ მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შეტაკების შედეგად ბიზნესმენმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, იგი იარაღის კონდახით არის ნაცემი. ამას გარდა, მას ორი ტყვია ესროლეს. ყაჩაღობის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბიზნესმენის […]

ლიკავიტოს მიდამოებში მძარცველი ქალებს თავს ესხმის

ათენში, ცნობილი ლიკავიტოს მთის მიდამოებში მძარცველი თავს ესხმის გამვლელებს. ბოლო შემთხვევა ოთხშაბათს, 14 მარტს მოხდა. წმინდა ისიდორესა და დაფნომილის ქუჩების გადაკვეთაზე მძარცველი თავს დაესხა 72 წლის ქალბატონს, ჩანთა გამოსტაცა და სხეულის დაზიანება მიაყენა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა უახლოესი დღეების განმავლობაში და, დაზარალებულების აღწერის მიხედვით, თავდამსხმელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა […]