კულტურა

ქართული დიასპორული ორგანიზაციები თესალონიკის ენის ფესტივალზე

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში სტარტი აიღო მეექვსე საერთაშორისო ფესტივალმა „მრავალენოვანი ქალაქი თესალონიკი 2018“. ღონისძიება ქალაქის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და მასში მონაწილეობს ასამდე კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, აგრეთვე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზატორების მიზანია წარმოაჩინონ თესალონიკის მულტიკულტურული ტრადიციები, რომელთა ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქში არსებული ენობრივი მრავალფეროვნება. […]

ათენი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

დღეს, 23 აპრილს, ათენში წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამავე დროს, ათენი ერთი წლით „წიგნის მსოფლიო დედაქალაქად“ გამოცხადდება. 23 აპრილი „იუნესკოს“ მიერ წიგნის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული მსოფლიო ლიტერატურის ორი დიდი შემოქმედის, უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის საპატივცემულოდ – ორივე მათგანი 23 აპრილს გარდაიცვალა. საპატიო ტიტული საბერძნეთის […]

პატარა ქართველი გოგონა – ბერძნული სერიალის გმირი

ბერძნული სატელევიზიო არხი „ალფა“ 2017 წლიდან მოყოლებული აჩვენებს სერიალს „ტატუ“, რომლის მეორე სეზონში პატარა ლამაზი გოგონა გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ალკიონის როლის შემსრულებელი ნორჩი მსახიობი ქართველია. საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი მეგობრებისგან სასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ. აღმოჩნდა, რომ ბერძნული სერიალის ახალი გმირი წარმოშობით ქართველია. ის თერთმეტი წლისაა და სახელად ათინა ჰქვია, […]

პირველი საფორტეპიანო კონკურსი ნეა მუდანიაში

ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს განსაკუთრებული და საინტერესო საბავშვო საფორტეფიანო კონკურსში, მაგრამ ეს კონკურსი საბერძნეთში მართლაც გამორჩეულია: დავიწყოთ იმით, რომ მისი იდეის ავტორი და ორგანიზატორი ქართველი მუსიკის მასწავლებელი ზიზი ნასყიდაშვილია, რომლის თაოსნობითაც შუაგულ ელადაში – ნეა მუდანიაში (ხალკიდიკი) 12-13 აპრილს 6-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის გეორგია დამუზის სახელობის საფორტეპიანო კონკურსი გაიმართება. […]

უძველესი ბერძნული მონასტერი სინას მთაზე, რომელიც ტერორისტებს გადაურჩა

სინას ნახევარკუნძულზე, ეგვიპტეში არსებობს წმინდა ეკატერინეს სახელობის უძველესი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც უკვე თხუთმეტი საუკუნეა უწყვეტად მიმდინარეობს სულიერი ცხოვრება. მონასტერი აგებულია სინას მთის ძირას, ძნელად მისადგომ ხეობაში, ახლოს იმ ადგილიდან, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა და ათი მცნება გადასცა. ეს არის წმინდა ადგილი როგორც ქრისტიანებისთვის, ისე ებრაელებისა და მუსლიმებისთვის. წმინდა ეკატერინეს […]

კვირას, 4 მარტს ათენის აკროპოლისი საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს

გაზაფხულის დადგომასთან ერთად საბერძნეთის დედაქალაქში საინტერესო კულტურული ღონისძიებები იწყება. 4 მარტს ტურისტული კომპანია “Be A Greek – Travel Experiences” ათენის აკროპოლისზე ორ სპეციალურ ექსკუსიას აწყობს. ექსკურსია ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება და გიდი არა მარტო აკროპოლისის ისტორიაზე, არამედ ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურაზეც ისაუბრებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება იმ გავლენაზე, რომელსაც დღემდე ახდენს ძველბერძნული […]