ლეგალიზაცია და კანონმდებლობა

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის უფლების ახალი ვადები განისაზღვრა

25 აპრილს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საქმეთა დეპარტამენტმა გამოსცა სპეციალური ცირკულარი, რომლის მიხედვითც ხელახლა განისაზღვრა ბინადრობის ხანგრძლივობა იმ პირებისთვის, რომლებსაც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანა სურთ. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც შესაძლებლობა აქვს საბერძნეთის მოქალქეობა მოითხოვოს. ამჯერად სამინისტრომ თითოეული კატეგორიისთვის სხვადასხვა ვადა განსაზღვრა. კერძოდ, […]

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი – სრული ელექტრონული ვერსია

ამ ლინკით: migration-guidline-web.compressed – შეგიძლიათ გახსნათ ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის სრული ელექტრონული ვერსია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობის შესახებ. დოკუმენტს ახლავს შესაბამისი პრაქტიკული იურიდიული განმარტებები, რომლებიც საბერძნეთში მომუშავე ქართველმა იურისტებმა გააკეთეს. გზამკვლევი ქართველ ემიგრანტებს დაეხმარება, სრულად გაეცნონ საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობას, რათა თავიანთი მდგომარეობის შესაბამისი ბინადრობის მოწმობის მიღება მოახერხონ (ცხადია, იმ შემთხვევაში, როდესაც […]

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის პრეზენტაცია ათენში

27 მარტს ათენში, ქართული ემიგრაციული ორგანიზაციებისათვის საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გონაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან […]

საბერძნეთი მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

6 მარტს პრესკონფერენცია გამართეს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პანოს სკურლეტისმა და მოქალაქეობის საკითხების სპეციალურმა მდივანმა ლაბროს ბალციოტისმა. მათ მედიას წარუდგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. კერძოდ, განახევრდება პროცედურის ხანგრძლივობა. ამჟამად პროცედურა განაცხადის ჩაბარებიდან 6 წლის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, გასაუბრებაზე კანდიდატებს 4 წლის შემდეგ […]

რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს კომისია საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას?

ეს ვრცელი, მაგრამ ძალიან საინტერესო სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, ბევრ საჭირო ინფორმაციას გაიგებთ. სადღეისოდ საბერძნეთში საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომელთაც შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ. ამათგან ყველაზე ადვილად მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებმაც ბერძნული საშუალო სკოლის მინიმუმ 6 კლასის კურსი გაიარეს წარმატებით და აქვთ სასკოლო ატესტატი, ან აქვთ ატესტატი და […]

კითხვები, რომლებსაც დაგისვამენ გასაუბრებაზე საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად

უკვე ვწერდით გასაუბრების შესახებ, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ ეს სტატია. ამჯერად ქართულ ენაზე გთავაზობთ იმ სავარაუდო კითხვებს, რომლებსაც კომისიის წევრები უსვამენ ხოლმე მოქალაქეობის მსურველ კანდიდატებს. კითხვები თემების მიხედვით იყოფა და საჭიროა კანდიდატმა მათზე მოკლე და კონკრეტული პასუხები გასცეს. ისტორია: რომელია საბერძნეთის ეროვნული ზეიმები, რას […]

ბინადრობის მოწმობის ახალი რეგულაციები საბერძნეთში

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ცნობილია, რომ იანვარში პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის საიმიგრაციო სამსახურის კომპიუტერულ სისტემაში, რამაც ბინადრობის მოწმობების განახლების პროცესი შეაფერხა. ამასთან დაკავშირებით მთავრობას რეგულაციების შეცვლა მოუწია. კერძოდ, ბინადრობის მოწმობები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, ან გაუვა 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე და სისტემის გაუმართაობის გამო მათი დროული განახლება ვერ […]

როგორ გავიაროთ გასაუბრება საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად

საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო განაცხადის გაკეთების შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპია გასაუბრება. ამ წერილში შევეცდებით გასაუბრებასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ. გასაუბრება დაახლოებით 20-25 წუთს გრძელდება. თავიდან საერთო ხასიათის კითხვებია, რომლებიც ეხება თქვენს ცხოვრებას, სამსახურს, წარმოშობას. ამის შემდეგ დაგისვამენ კითხვებს საბერძნეთის ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურის შესახებ, ასევე, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ამჟამად აწუხებს ბერძნულ […]

ბერძნული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთათვის

როგორც ცნობილია, საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აუცილებელია ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა. სულ არსებობს ექვსი სახის სერტიფიკატი, კერძოდ: A1, A2, B1, B2, C1 და C2. აბიტურიენტი უნდა ფლობდეს მინიმუმ B2 დონის სერტიფიკატს, რაც ნიშნავს ენის კარგად ფლობას (Καλή Γνώση). სასერტიფიკაციო გამოცდები ყოველი წლის გაზაფხულზე, მაისში იმართება და მას […]

როგორ მივიღოთ უმაღლესი განათლება საბერძნეთში უფასოდ და მოვიპოვოთ ბინადრობის უფლება

არანაირი გამოცდა და გადასახადი, მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატის საფუძველზე შეგიძლიათ ჩააბაროთ საბერძნეთის უმაღლეს სასწავლებელში და სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველზე მოითხოვოთ ბინადრობის უფლება (თუ არალეგალი ხართ), რომელსაც ადვილად მიიღებთ. ბევრმა არ იცის, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს უცხოელებს, მიიღონ უმაღლესი განათლება ქვეყნის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად უფასოდ და მისაღები გამოცდების გარეშე. […]