საზოგადოება

ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ძალიან გაუმართლა თრაკიის მხარის როდოპის ოლქის ერთ–ერთი მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებს, რომლის საფულეც პერიფერიის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა. როდოპის პერიფერიის თანამშრომელმა კონსტანტინოს ხუვარდასმა ქუჩაში შემთხვევით საფულე იპოვა, რომელშიც 1200 ევრო და მფლობელის პირადობის მოწმობა აღმოაჩინა. კეთილსინდისიერმა მოქალაქემ ნაპოვნი პოლიციას გადასცა და საფულის პატრონთან დაკავშირება ითხოვა. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელმა ჯერ არც კი […]

ანარქისტებმა პატისიონზე მაღაზიები დაარბიეს

პარასკევს, 2 მარტს, დილის  ათი საათისთვის ათენში, პატისიონის ქუჩაზე ანარქისტული დაჯგუფების წევრებმა მორიგი ვანდალური აქტი ჩაიდინეს. როგორც ბერძნული მედია გვამცნობს, იქვე მდებარე ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტის შენობიდან მოულოდნელად 18 ნიღბიანი ახალგაზრდა გამოვიდა და მაღაზიების დარბევა დაიწყეს. მათ ჩაამსხვრიეს რამდენიმე მაღაზიის მინები, დაზარალდა ფოსტის განყოფილებაც. ანარქისტების ქმედებამ გამვლელები შეაშინა. მოგვიანებით თავდამსხმელები ისევ […]

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს

გიორგოს პაპანდრეუ, საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობის – „პასოკის“ ყოფილი ლიდერი და ქვეყნის ექსპრემიერი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს. უფრო მეტიც, მისი აზრით, სახელმწიფომ კანაფის გაშენებაც უნდა დაუშვას. პაპანდრეუსათვის მისაღებია კანაფის წარმოება სამკურნალოდ მისი გამოყენების მიზნით. იგი ამ მხრივ საბერძნეთს მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყნად მიიჩნევს. ამას გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადი მოხმარების მიზნით […]

ვლადიმირ პუტინი ბერძნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდება (?!)

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა პელოპონესის უნივერსიტეტის (ქალაქი კალამატა, საბერძნეთი) რექტორატმა. მათი ინფორმაციით, 22 თებერვალს უნივერსიტეტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისათვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ასეთი პატივი პუტინს ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურული მონაპოვარის მართვის განყოფილებამ მიანიჭა. შესაძლოა, პროვინციული ბერძნული უნივერსიტეტის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მათ ქალაქს ესტუმრებოდა საპატიო დოქტორის […]

იყო თუ არა მილიონი მომიტინგე 4 თებერვალს სინდაგმაზე?

საბერძნეთის დედაქალაქში 4 თებერვალს გამართული გრანდიოზული აქციის მასშტაბებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მომიტინგეთა აზრით, აქციაში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით კი – 140 ათასი. როგორც ყოველთვის, სიმართლე სადღაც შუაშია და ინტერნეტგამოცემამ  www.newsbomb.gr  მომიტინგეთა რიცხვის გასარკვევად სპეციალური აპლიკაცია  https://www.mapchecking.com  გამოიყენა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მომიტინგეებმა 72 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია […]

ათენში გრანდიოზული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ათენში მიმდინარეობს მასშტაბური აქცია, რომლის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილი მეზობელი პატარა სახელმწიფოს დასახელებაში სიტყვა „მაკედონიის“ დაფიქსირება არ დაუშვან. „მაკედონია საბერძნეთია!” – აცხადებენ მომიტინგეები. როგორც ბერძნული მედია გადმოსცემს, აქციაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. საინდაგმას მოედანზე ხალხი არ ეტევა. მიტინგი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას ომონიის მოედნიდან თითქმის […]

4 თებერვალს ათენში რამდენიმე მეტროს სადგური დაიკეტება

დანიშნული აქციის გამო, საბერძნეთის პოლიციის ბრძანებით, კვირას, 4 თებერვალს, დილის 10 საათიდან დაიკეტება ათენის მეტროს სამი სადგური, რომელიც მაკედონიის საკითხზე დაგეგმილი ხალხმრავალი აქციის გასამართი ადგილიდან ახლოს მდებარეობს. კერძოდ, დაიკეტება შემდეგი სადგურები: „სინდაგმა”, „პანეპისტიმიუ” და „ომონია”. რამდენადაც აქციაზე, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი შეიკრიბება და მასში აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ რადიკალური დაჯგუფებებიც, ჩვენი რჩევა […]

92 წლის მიკის თეოდორაკისი „მაკედონიისთვის“ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება

სახელგანთქმული ბერძენი კომპოზიტორი, ფილმის „ბერძენი ზორბა“ მუსიკის ავტორი მიკის თეოდორაკისი კვირას, 4 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გამოვა, მაგრამ არა თავისი მუსიკალური ნაწარმოების შესასრულებლად – იგი მთავარი მომხსენებლის როლში მოგვევლინება. ხალხმრავალი აქციები ათენში, სინდაგმას მოედანზე და თესალონიკში გაიმართება. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკას მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით. მათთვის მიუღებელია ყოფილი იუგოსლავიის დაშლის […]

სტალინის გამო რუსმა ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში იჩხუბეს

რუსეთის რადიო „კომსომოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები – მაქსიმ შევჩენკო და ნიკოლაი სვანიძე ერთმანეთს სტალინზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. იხილე კადრები იუთუბიზე: https://www.youtube.com/watch?v=NLRjygDmunQ